ქრონიკა

ახალგაზრდა კარდიოლოგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესი 2016

ყველას ნახვა

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება


საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება წარმოადგენს პროფესიონალების ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლის საქმიანობა წარიმართება არამომგებიანი ორგანიზაციის პრინციპებით. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება არის ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, იზიარებს მის ძირითად პრინციპებს და მოქმედებს მისი რეკომენდაციების შესაბამისად. საზოგადოების მისია: საქართველოში კარდიოვასკულარური დაავადებებით გამოწვეული ავადობის, ინვალიდიზაციისა და ლეტალობის შემცირების ხელშეწყობა. საზოგადოების ამოცანები:

1. კარდიოვასკულარული მედიცინის სპეციალისტებისათვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა

2. კარდიოლოგების უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების რეკომენდაციების შესაბამისად

3. კარდიოლოგიაში და მის სუბსპეციალობებში პროფესიული სტანდარტების შემუშავება

4. კარდიოლოგიაში და მის სუბსპეციალობებში პროფესიული მზადების პროგრამების შემუშავება

5. კარდიოლოგიაში და მის სუბსპეციალობებში უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვისა და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა

6. ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების გაიდლაინების და სხვა სარეკომენდაციო დოკუმენტების თარგმნა და ადაპტაცია საქართველოს ლოკალური სპეციფიკის გათვალისწინებით, მათი პრაქტიკული დანერგვის ხელშეწყობა

7. კარდიოლოგიურ პრაქტიკაში ხარისხის უზრუვნელყოფის საშუალებების დანერგვის ხელშეწყობა

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-5 კონგრესი. 5-th Congress of Georgian Society Cardiology


                                                                   
                                                                                                კონგრესის პროგრამა  

ESC Congress


ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესი

 26 – 30 აგვისტო 2017 ესპანეთი, ბარსელონა.


 

 ძირითადი თემა: კანგავლითი კორონარული ინტერვენციის (PCI) 40 წელი.

ყველაზე დიდი კარდიოვასკულური კონგრესი მსოფლიოში; >500 ექსპერტული სესია და 

>10 800 აბსტრაქტი მსოფლიოში კარდიოვასკულური მედიცინის განვითარების ხელშესაწყობად.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ https://www.escardio.org/Congresses-&-Events/ESC-Congress



ქრონიკა


 

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში 18 მარტს ჩატარდა ახალგაზრდა კარდიოლოგების ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა. მომხსენებელ პროფ. ალექსანდრე ალადაშვილისა და კარდიოლოგ ლევან რევაზიშვილის მიერ განხილულ იქნა მწვავე კორონარული სინდრომის (ST ელევაციის გარეშე) დიაგნოსტიკისა და მართვის საკითხები. შეხვედრა მიმდინარეობდა დისკუსიის რეჟიმში. შეხვედრის დამსწრე კარდიოლოგებს საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის მიერ მიენიჭა 2 კრედიტქულა. მორიგი შეხვედრა გაიმართება აპრილის შუა რიცხვებში



 


ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესი 2016

ა/წ 27-31 აგვისტოს ქ. რომში ჩატარდა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესი 2016. ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესები წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ და ავტორიტეტულ ღონისძიებას კარდიოვასკულური მედიცინის სფეროში. კონგრესის მუშაობის 5 დღის განმავლობაში 106 ქვეყნიდან ჩამოსულ 30000-ზე მეტ დელეგატს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ 500-ზე მეტ სამეცნიერო-პრაქტიკულ სესიებს, რომლებიც მოიცავდნენ 150 სხვადასხვა თემატიკას. დეტალური ინფორმაცია კონგრესის სესიების, მოხსენებებისა და მასალების შესახებ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე. http://www.escardio.org/Congresses-&- Events/ESC-Congress

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრსის მუშაობაში.

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრები კონგრესის საგამოფენო დარბაზში საზოგადოების სტენდის მზადების პროცესში.

 

ჩვენი პარტნიორები


კომპანიები, რომლების ზრუნავენ საქართველოს ექიმების პროფესიულ განვითარებაზე და აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენს საზოგადოებასთან უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესში. ბერლინ ხემი. ჯი. ემ პი.

testttt

© Copyright 2016