ქრონიკა

ახალგაზრდა კარდიოლოგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესი 2016

ყველას ნახვა

პოსტდიპლომური სამედიცინო განათლება

პოსტდიპლომური სამედიცინო განათლება წარმოადგენს საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ინტერესების და აქტიურობის ერთ-ერთ ძირითად სფეროს. პოსტდიპლომური სამედიცინო განათლება მოიცავს:

- კარდიოლოგების დიპლომისშემდგომ პროფესიულ მომზადებას 

- უწყვეტ სამედიცინო განათლებას

 

სამედიცინო განათლების მიმართულებით ჩვენი საზოგადოების ძალისხმევა წარიმართება ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით. ბოლო წლებში საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ექპერტების მიერ (ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების შესაბამის დოკუმენტების მიხედვით) შედგენილია:

1. “ზოგად კარდიოლოგიაში” – პროფესიული მზადების 4 წლიანი პროგრამა, რომელიც ოფიციალურადაა დამტკიცებული და მიღებული სამოქმედოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. (moh.gov.ge)

2. “ინტერვენციულ კარდიოლოგიაში” პროფესიული მზადების 2 წლიანი პროგრამა (იხ. ბმული).  პროგრამა გადაცემულია სამინისტროში დასამტკიცებლად

3. “ექოკარდიოგრაფიაში” პროფესიული მზადების 5 თვიანი პროგრამა (იხ. ბმული). პროგრამა გადაცემულია სამინისტროში დასამტკიცებლად.

 

                                                                        უწყვეტი სამედიცინო განათლების რესურსები.

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრებს შეუძლიათ ჩაერთონ უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესში (ა) ლიკალური (ჩვენი საზოგაოდების) და (ბ) გარე (ESC და სხვა.) რესურსების გამოყენებით.

 

                                                             უწყვეტი სამედიცინო განათლების ლოკალური რესურსები.

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება პერიოდულად ატარებს - უწყვეტი სამედიცინო განათლების კონფერენციებს და სხვ., რომელთა დევიზია “დავნერგოთ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების გაიდლანები საქართველოს კლინიკურ პრაქტიკაში”. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ ორგანიზებულ და აკრედიტებულ უწყვეტი სამედიცინო განათლების ღონისძიებებში მონაწილეობისათვის გაიცემა კრედით ქულები და შესაბამის სერტიფიკატები დადგენილი წესის მიხედვით.

 

                                      უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების რესურსები.

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრებს (რომლებიც, ამავდროულად არიან ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრები) ეძლევათ საშუალება უწყეტი სამედიცინო განათლების მიზნით გამოიყენონ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების რესურსები. ექიმების უწყვეტი სამედიცინო განათლებისათვის ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებას შექმნილი აქვს ელექტრონული (ინტერნეტ) სასწავლო პლატფორმა (The ESC ELEARNING PLATFORM). იხ. ბმული: http://www.escardio.org/Education/E-Learning/ESCeL-the-ESC-training-and-education-platform ელექტრონული სასწავლო პლატფორმა არის ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების და ნაციონალური კარდიოლოგიური საზოგადოებების თანამშრომლობის პროექტი. ელექტრონული სასწავლო პლატფორმა დაფუძნებულია ინტერნეტ-ტექნოლოგიებზე და მიზნად ისახავს კარდიოვასკულარური სპეციალისტების მზადების ჰარმონიზაციას. ელექტრონული სასწავლო პლატფორმა არის ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების შესაბამის კურიკულუმებზე დაფუძნებული კარდიოლოგიის ონლაინ სწავლების საშუალება, რომელიც შედგება პროფესიული განათლების პროგრამებისაგან. ელექტრონული სწავლების ფორმებია: ვებინარები (WEBINARS), კლინიკური შემთხვევების გარჩევები, ზოგად კარდიოლოგიაში და სუბსპეციალობებში მზადების პროგრამები.

 

                                                                             ვებინარები

ვებინარი არის საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც გამიზნულია ექიმებისათვის, რომლებსაც სურთ გააგრძელონ თავისი უწყვეტი სამედიცინო განათლება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ყოველგვარი მოგზაურობების გარეშე. ვებინარი შეიძლება ადვილად მოერგოს პრაქტიკოსი ექიმების დატვირთულ სამუშაო გრაფიკს. ვებინარების ინტერაქტიული პროგრამები მოიცავს: საინტერესო კლინიკური შემთხვევების გარჩევას, ონლაინ შეფასებას და “ცოცხალ” (Live) დისკუსიებს ევროპის წამყვან სპეციალისტებთან, აგრეთვე ექიმების ყოველდღიური პრაქტიკისათვის სასარგებლო ბევრ სხვა სასწავლო საშუალებას. ვებინარის თემატიკა მოიცავს სამედიცინო პრობლემატიკის ფართო სპექტრს, როგორებიცაა: მწვავე კარდიოვასკულარური პათოლოგია, კარდიოვასკულარური “იმეჯინგი”, ზოგადი კარდიოლოგია, გულის უკმარისობა, არითმიები, ინტერვენციული კარდიოლოგია, მიოკარდის და პერიკარდის დაავადებები, პრევენცია და რეაბილიტაცია და სხვა. ზოგად კარდიოლოგიაში ონლაინ ტრენინგის პროგრამა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრებისათვის უფასოა. ეს პროგრამა შექმნილია იმათთვის, ვისაც აქვს სურვილი განაახლოს სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროფესიული ცოდნა და მიიღოს პრაქტიკული რეკომენდაციები ლიდერი ექსპერტებისაგან. იხ. ბმული: : http://www.escardio.org/Education/E-Learning/Webinarshttp://learn.escardio.org/general-cardiology/homepage.aspx

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

© Copyright 2016