ქრონიკა

ESC Congress

უწყვეტი სამედიცინო განათლების კონფერენცია - „ ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით პაციენტების მართვა“.

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების უწყვეტი განათლების კონფერენცია

კონფერენცია - "პერიფერიული არტერიების დაავადებები"

ყველას ნახვა

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების სამუშაო ჯგუფები

ქვეყანაში კარდიოლოგიის დარგის განვითარების სპეციფიური პრობლემების და გამოწვევების გათვალისწინებით საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება აყალიბებს ე.წ. სამუშაო ჯგუფებს. ამ ჯგუფების ამოცანებია:

- კარდიოლოგიის შესაბამისი მიმართულებებით სამეცნიერო სიახლეების ძიება, ანალიზი, რეზუმირება ქართულად

- ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ჯიბის გაიდლაინების თარგმნა ქართულად

- უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში აქტიური მონაწილეობა

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი უნდა იყოს კარდიოლოგიის შესაბამის მიმართულებებში საკმაო გამოცდილების მქონე სპეციალისტი.

 

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების სამუშაო ჯგუფები:

• კარდიოვასკულარური ფარმაკოლოგიის და მტკიცებულებითი მედიცინის სამუშო ჯგუფი
 ძირითადი ამოცანები: მტკიცებულებითი მედიცინისა და კარდიოვასკულარური ფარმაკოლოგიის სიახლეების სისტემატური ძიება სამეცნიერო ლიტერატურაში, აღნიშნულ თემატიკაზე სხვადასხვა გაიდლაინებში მოცემული რეკომენდაციების ანალიზი. ადაპტირება ლოკალური სპეციფიკის შესაბამისად, რეზუმირება ქართულად.

ხელმძღვანელი: პროფ. ვახტანგ ჭუმბურიძე

 

• უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) სამუშო ჯგუფი. 
ძირითადი ამოცანები: კარდიოლოგიაში და მის სუბსპეციალობებში უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების შედგენა, უსგ მეცადინეობების (კონფერენციები, სემინარები და სხვ.) ორგანიზება.

ხელმძღვანელი: პროფ. კ. ჭელიძე

 

• მწვავე კორონარული სინდრომის სამუშო ჯგუფი 
ძირითადი ამოცანები: მწვავე კორონარული სინდრომის თემატიკაზე სამეცნიერო ლიტერატურაში ახალი მონაცემების სისტემატური ძიება, რეზუმირება ქართულად შესაბამისი თემატიკის ახალი გაიდლაინების რეკომენდაციების ანალიზი და ადაპტირება ლოკალური სპეციფიკის გათვალისწინებით. ეკს ჯიბის გაიდლაინების თარგმნა.

ხელმძღვანელი: მ. დ. ა. ჩუხრუკიძე

 

• გულის სარქვლოვანი პათოლოგიის სამუშო ჯგუფი
 ძირითადი ამოცანები: გულის საქვლოვანი მანკების თემატიკაზე სამეცნიერო ლიტერატურაში ახალი მონაცემების სისტამატური ძიება, რეზუმირება ქართულად. შესაბამისი თემატიკის ახალი გაიდლაინების რეკომენდაციების ანალიზი და ადაპტირება ლოკალური სპეციფიკის გათვალისწინებით. ეკს ჯიბის გაიდლაინების თარგმნა.

ხელმძღვანელი: მ. დ. ზ. ბახუტაშვილი

 

• არტერიული ჰიპერტენზიის სამუშო ჯგუფი
 (აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოებასთან) ძირითადი ამოცანები: არტერიული ჰიპერტენზიის თემატიკაზე სამეცნიერო ლიტერატურაში ახალი მონაცემების სისტამატური ძიება, რეზუმირება ქართულად. შესაბამისი თემატიკის ახალი გაიდლაინების რეკომენდაციების ანალიზი და ადაპტირება ლოკალური სპეციფიკის გათვალისწინებით. ეკს ჯიბის გაიდლაინების თარგმნა.

ხელმძღვანელი: პროფ. ბ. წინამძღვრიშვილი

 

• კარდიოვასკულარური პრევენციის სამუშაო ჯგუფი 
(აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს გულ-სისხლძარღვთა პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციასთან) ძირითადი ამოცანები: კარდიოვასკულარური პრევენციისა და რეაბილიტაციის თემატიკაზე სამეცნიერო ლიტერატურაში ახალი მონაცემების სისტემატური ძიება, რეზუმირება ქართულად. შესაბამისი თემატიკის ახალი გაიდლაინების რეკომენდაციების ანალიზი და ადაპტირება ლოკალური სპეციფიკის გათვალისწინებით. ეკს ჯიბის გაიდლაინების თარგმნა.

ხელმძღვანელი: მ. დ. ზ. კლიმიაშვილი

 

• გულის უკმარისობის სამუშო ჯგუფი 
ძირითადი ამოცანები: გულის უკმარისობის თემატიკაზე სამეცნიერო ლიტერატურაში ახალი მონაცემების სისტემატური ძიება, რეზუმირება ქართულად. შესაბამისი თემატიკის ახალი გაიდლაინების რეკომენდაციების ანალიზი და ადაპტირება ლოკალური სპეციფიკის გათვალისწინებით. ეკს ჯიბის გაიდლაინების თარგმნა.

ხელმძღვანელი: პროფ. მ. წვერავა

 

• ინტერვენციული კარდიოლოგიის სამუშო ჯგუფი 
ძირითადი ამოცანები: ინტერვენციულ კარდიოლოგიაში სამეცნიერო ლიტერატურის ახალი მონაცემების სისტემატური ძიება, რეზუმირება ქართულად. შესაბამისი თემატიკის ახალი გაიდლაინების რეკომენდაციების ანალიზი და ადაპტირება ლოკალური სპეციფიკის გათვალისწინებით. ეკს ჯიბის გაიდლაინების თარგმნა.

ხელმძღვანელი: პროფ. ა. ალადაშვილი

 

• ექოკარდიოგრაფიის სამუშო ჯგუფი
 ძირითადი ამოცანები: გულსისხძარღვთა სისტემის ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში სამეცნიერო ლიტერატურის სიახლეების სისტემატური ძიება და ანალიზი, რეზუმირება ქართულად. ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში ეკს–ის ახალი გაიდლაინების რეკომენდაციების ანალიზი, ჯიბის გაიდლაინების თარგმნა.

ხელმძღვანელი: პროფ. ს. ორჯოონიკიძე,

 

• ქალებში გულ-სისძარღვთა სისტემის დაავადებების მართვის სპეციფიური საკითხების შემსწავლელი სამუშო ჯგუფი
 ძირითადი ამოცანები: ქალებში გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სპეციფიური საკითხების სისტემური ძიება სამეცნიერო ლიტერატურაში, აღნიშნულ თემატიკაზე სხვადასხვა გაიდლაინებში მოცემული რეკომენდაციების ანალიზი, რეზუმირება ქართულად.

ხელმძღვანელი: პროფ. თამრიკო ვახტანგაძე

 

• კარდიოვასკულარური ექთნობის სამუშაო ჯგუფი 
(აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ექთნების ასოციაციასთან). ძირითადი ამოცანები: კარდიოვასკულარური ექთნობის სპეციფიური საკითხების სისტემატური ძიება სამეცნიერო ლიტერატურაში, აღნიშნულ თემატიკაზე სხვადასხვა რეკომენდაციების ანალიზი, რეზუმირება ქართულად. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საექთნოს მომსახურების სტანდარტების შემუშავება და შესაბამისი სასწავლო პროგრამების შექმნა.

ხელმძღვანელი: ქ. გარსევანიშვილი 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

© Copyright 2016