ქრონიკა

ახალგაზრდა კარდიოლოგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესი 2016

ყველას ნახვა

გაწევრიანება

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებაში გაწევრიანება შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. საზოგადოების წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს და უცხოეთის ქვეყნის მოქალაქე, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საზოგადოების მიზნებთან და ამოცანებთან. საზოგადოებაში გაწევრიანების მსურველი წერილობითი განცხადებით (შეიძლება ელ.ფოსტით) მიმართავს საზოგადოების ადმინისტრაციას, რომელიც განიხილავს მაძიებელის გაწევრიანების საკითხს. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებაში გაწევრიანების შემთხვევაში ფიზიკური პირი ასევე ხდება ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი. საზოგაოდების წევრობის წლიური გადასახადია 20 ლარი. მაძიებლის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

- სახელი გვარი.

- ასაკი.

- დიპლომამდელი განათლების დასრულების თარიღი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების აღნიშნვით.

- დიპლომის შემდგომი განათლების “სპეციალობა” , “სუბსპეციალობა” დასრულების თარიღი, სასწავლო დაწესებულების დასახელება

- ძირითადი სპეციალობით (-ებით) მუშაობის გამოცდილება

- მაძიებლის სპეციალური ინტერესები

- საკონტაქტო ინფორმაცია: სამუშაო ადგილი, პერსონალური ტელეფონი და ელ.ფოსტა.

                                               საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრობის სარგებელი.

1. საქართველოს საზოგადოების წევრი ავტომატურად ხდება ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი და სარგებლობს ამ საზოგადოების უპირატესობებით.

2. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრები უფასოდ მიიღებენ ევროპის კარდილოგთა საზოგადოების ჯიბის გაიდლაინების და სხვა სარეკომენდაციო დოკუმენტების ქართულ ვერსიას.

3. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრებს ეძლევათ ჩვენს საიტზე განთავსებული საინფორმაციო, სასწავლო და სხვა მასალების გამოყენების შესაძლებლობა.

4. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრებს შეუძლიათ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების და პრობლემების თაობაზე საკონსულტაციოდ მიმართონ საზოგადოების ადმინისტრაციას და ექსპერტებს.

5. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრებს ეძლევათ საშუალება გამოაქვეყნონ შესაფერისი სამეცნიერო/კლინიკური ხასიათის სტატიები, აგრეთვე მოახდინონ საინტერესო კლინიკური შემთხვევების დემონსტრაცია საზოგადოების ვებ-გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ ჟურნალში.

6. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრებს ეძლევათ უფლება მიიღონ მონაწილებოა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების საგრანტო კონკურსებში, სასწავლო პროგრამებში და ა.შ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

© Copyright 2016