ქრონიკა

ახალგაზრდა კარდიოლოგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესი 2016

ყველას ნახვა

  

ამა წლის  24 ივნისს ექსპო-ჯორჯიის საგამოფენო კომპლექსის საკონფერენციო დარბაზებში ჩატარდა  საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-5 კონგრესი, სამეცნიერო სესია 10:00 სთ-ზე გაიხსნა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების საერთო  კრებით.

საზოგადოების პრეზიდენტმა  პროფ. ა. ალადაშვილმა შეკრებილთ წარმოუდგინა   საანგარიშო მოხსენება საზოგადოების მიერ 2013-2017 წწ. ჩატარებული მუშაობის შესახებ. იხ. ბმული  

ჩატარდა საზოგადების გამგეობის წევრების  და მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევნები.

საზოგადოების გამგეობის წევრებად არჩეულნი არიან (ალფავიტის მიხედვით):   აგლაძე რუსუდანი, ალადაშვილი ალექსანდრე, ეცადაშვილი კახაბერი, ვახტანგაძე თამარი, კიკალიშვილი თამარი, კლიმიაშვილი ზურაბი, მამაცაშვილი მერაბი, ნადარაია კახაბერი, პაპიაშვილი გიორგი, პეტრიაშვილი შალვა, ფაღავა ზურაბი, ქობულია ბონდო, ჩუხრუკიძე არჩილი, ჭელიძე კახაბერი, ჭუმბურიძე ვახტანგი, ჯალაბაძე ხათუნა, ჯაში ირინა.

საზოგადოების მრჩეველთა საბჭოს  ახალი შემადგელობის წევრებად შეირჩნენ  (ალფავიტის მიხედვით):  აბულაძე გულნარა, ანდრიაძე ნიკოლოზი, არეშიძე თამაზი, ბახუტაშვილი ზვიადი, დინდარი ისმედი, ემუხვარი ნოდარი, ლომინაძე ზაზა, ლომთათიძე გერა, მათეშვილი გია, მეგრელაძე ირაკლი, მელია ანზორი, ორაგველიძე  თამაზი, ორჯონიკიძე სერგო, რცხილაძე შალვა, საბეკია ალექსანდრე, ყიფიანი ზვიადი, ყურაშვილი რამაზი,  ჩაფიძე გულნარა, წინამძღვრიშვილი ბეჯანი, წვერავა მიხეილი

საერთო კრების მიერ   საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენეტად  მეორე ვადით აირჩა  პროფესორი ალექსანდრე ალადაშვილი.

11.30სთ-ზე დაიწყო კონგრესის სამეცნიერო სესია იხ. ბმული  

 

კონგრესში  მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა ექიმმა. სამეცნიერო სესიის დროს წარმოდგენილი იყო 31  მოხსენება.  

„კარდიოვასკულარული მედიცინის ინოვაციების“ სესიაზე წარმოდგენილი იყო მოხსენება  აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაციის შესახებ (პროფ. ჰ. დანენბერგი,  იერუსალიმის ჰადასახ ჰებროუს უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის გულის ინსტიტუტის ინტერვენციული

კარდიოლოგიის ხელმძღვანელი).  შემდეგ მოხსენებაში პროფ. დ. პარისისმა (საბერძნეთის ატიკონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გულის უკმარისობის განყოფილება)  გააანალიზა  გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას ARNI-ს გამოყენების უახლესი კლინიკური მტკიცებულებები. პროფ. ნ. მიტკოვსკაიამ (ბელორუსიის სამედიცინო უნივერსიტეტის კარდიოლოგიისა და შინაგანი მედიცინის კათედრის გამგე) წამოადგინა მოხსენება მიოკარდიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის აქტუალური საკითხების  თაობაზე;

პროფ. ლ.  ვორონკოვმა (უკრაინის გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი)  გააკეთა მოხსენება თანამედროვე კარდიოვასკულური ფარმაკოთერაპიაში კარნიტინის  როლის შესახებ.

„გულის უკმარისობის“  სესია ძირითადად დაეთმო  გულის უკმარისობის მკურნალობის თანამედროვე პრობლემების თემატიკას. წარმოდგენილი მოხსნებები შეეხებოდა გულის უკმარისობის გაიდლაინის რეკომენდაციების და  მკურნალობის პერსონალიზაციის პრინციპების გამოყენების პრობლემას, აღნიშნულზე ვრცლად ისაუბრა პროფ. ვჭუმბურიძემ. პროფ. დმეტრეველმა დეტალურად განიხილა   კლინიკური კვლევა „CVD-REAL“- ის  შედეგები. ლიპიდური ცვლის თანამედროვე მენეჯმენტს მიეძღვნა  თ. კიკალიშვილი მოხსენება. გულის უკმარისობის დროს ულტრაბგერითი კვლევის სპეციფიური საკითხები იყო წარმოდგენილი პროფ. მ.წვერავას მოხსენებაში. ლ. კოპალეიშვილიმა გააშუქა გულის უკმარისობის დროს  რეჰოსპიტალიზაციის შემცირების შესაძლებლობები. 

 

„ საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის სესიაზე“  ხ. ჯალაბაძის მოხსენებაში განხილული იყო უეცარი კარდიული სიკვდილის ეპიდემიოლოგიისა და რისკის შეფასების საკითხები;  პარკუჭოვანი ტაქიარითმიების თერაპიის აქტუალურ საკითხებზე  ვრცლად ისაუბრა კ.  ეცადაშვილმა.  ზ. მათოშვილის, გ. ჩხოლარიას, ლ. ჩანტლაძეს, ნ. ქურიძის მოხსენებები დაეთმო პარკუჭოვანი ტაქიარითმიების, არითმოგენული კარდიომიოპათიების, უეცარი სიკვდილის პრევენციის, გენეტიკური არითმოგენური სინდრომების აქტუალურ საკითხებს. 

 ცალკე სესია მიეძღვნა „კარდიოვასკულური დაავადებების პრევენციისა და პროგნოზირების“ საკითხებს. ამ სესიაზე წარმოდგენილი იყო პროფ.  ბ. ქობულიას და ი. ჯაშის, პროფ. ზ.ფაღავას, პროფ. .მაღლაკელიძეს, ზ. კლიმიაშვილის, კ. ნადარაიას, კაჭარავას მოხსენებები.

13.35 -13.55

„არტერიული ჰიპერტენზიის და შაქრიანი დიაბეტის აქტუალური საკითხების“ სესიაზე მოხსენებები წარმოადგინეს  პროფ. რ. ყურაშვილმა, დ. ტრაპაიძემ, ლ ნიკოლეიშვილმა, ე. ინაიშვილმა.

„კარდიოლოგიის სპეციფიური საკითხებისადმი“ მიძღვნილ სესიაზე მოხსენებები გააკეთეს:  პროფ. თ. ვახტანგაძემ, ა. ჩუხრუკიძემ, გ. პაპოშვილმა, პ. ქავთარიამ, ს. უნგიაძემ.


ანგარიში
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

© Copyright 2016