ქრონიკა

ახალგაზრდა კარდიოლოგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესი 2016

ყველას ნახვა

"საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების" მიერ, ფარმაცევტული კომპანია "Takeda"-ს ხელშეწყობით, ტარდება ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების 2017 წლის გაიდლაინის - „პერიფერიული არტერიების დაავადებები" განხილვა.

პროგრამა:

1. ESC-პერიფერიული არტერიების დაავადებები, ახალი გაიდლაინი - მოლოდინები და სიახლეები. ნ.ბოხუას სახ. კარდიოვასკულური ცენტრის დირექტორის მოადგილე, ექიმი-ანგიოქირურგი, პროფესორი მამუკა ბოკუჩავა

2. ანტიკოაგულანტი თუ ანტითრომბოციტული საშუალებები პად-ის დროს. კარდიოლოგიური კლინიკა „გული“-ს ექიმი-კარდიოლოგი, რითმოლოგი ხათუნა ჯალაბაძე

3. ჰიპოლიპიდემიური საშუალებების როლი პად პაციენტების მკურნალობაში. კარდიოვასკულური ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი-კარიდოლოგი, პროფესორი ზურაბ ფაღავა

4. ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების გამოყენება პად-ის დროს. კლინიკა „კარდიონეტი-პინეო“-ს ხელმძღვანელი, საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, ექიმი-კარდიოლოგი ზურაბ კლიმიაშვილი

 

კონფერენცია ჩატარდება 2017 წლის 23 დეკემბერს 11:00 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო დარბაზში. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების სერთიფიკატი და მიენიჭებათ 5 კრედიტ-ქულა.

 

ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ დაუკავშირდეთ კომპანია "Takeda"-ს  ადგილობრივ წარმომადგენლობას.

პატივისცემით,

პროფ. ალ. ალადაშვილი

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი"

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

© Copyright 2016