ქრონიკა

ახალგაზრდა კარდიოლოგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესი 2016

ყველას ნახვა

ერთობლივი ღონისძიებები

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებისა და საქართველოს კარდილოგთა საზოგადოების ერთობლივი ღონისძიებები

1. EURObservational Research Programme

ევროპაში კარდიოვასკულარური დაავადებების შესახებ სარწმუნო მონაცემების მიღების მიზნით ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება ორგანიზებას უკეთებს სპეციალურ კვლევებს.

- რეგისტრები ძირითადად გამიზნულია კარდიოვასკულარური დაავადებების ეპიდემიოლოგიის, დიაგნოსტიკა/მკურნალობის და გაიდლაინების რეკომენდაციის გამოყენების ხარისხის შეფასებისათვის.

- Euro Heart Survey programme (ევროპის გულის კვლევის პროგრამა) ტარდება 2000 წლიდან და მიზნად ისახავს კლინიკურ პრაქტიკაში გაიდლაინების გამოყენების საკითხების შესწავლას.

- EURObservational Research Programme (EORP) ამოქმედება 2009 წლიდან. მისი მიზანია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სამედიცინო (კარდიოლოგიური) პრაქტიკის მდგომარეობის შეფასება. დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე შეგიძლიათ მიიღოთ საიტზე: Euro Heart Survey programme.

   საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება მონაწილეობს ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების 4 კლინიკურ რეგისტრში:

• Heart Failure Registry

• Atrial Fibrillation General Registry

• Chronic Ischemic Cardiovascular Disease Registry

• Acute Coronary Syndrome STEMI Registry

კონფერენციას ესწრებოდა 250-ზე მეტი საქართველოს მედიკოსი.

                                                                2. Grand Course / 2013, 2015 /

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების და მისი წევრი ნაციონალური საზოგადოებების (მათ შორის საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების) მთავარი მისიაა - კარდიოვასკულარური დაავადებების ტვირთის შემცირება. ამ მისიის რეალიზაციის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად მიჩნეულია მტკიცებულებითი მედიცინის უახლესი მონაცემების საფუძველზე გაიდლაინების შექმნა, მათი გავრცელებისა და პრაქტიკული დანერგვის ხელშეწყობა. ბოლო წლების განმავლობაში ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება ნაციონალური საზოგადოებებთან ერთად ატარებს სხვადასხვა ქვეყნებში უწყვეტი სამედიცინო განათლების კონფერენციებს ე.წ. Grand Course-ს, რომელთა ამოცანაა გააცნოს სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკოს ექიმებს თანამედროვე გაიდლაინების მთავარი გზავნილები.

2013 წლის 18-19 ოქტომბერს ქ. თბილისში ჩატარდა Grand Course 2013 – უწყვეტი სამედიცინო განათლების კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა არტერიული ჰიპერტენზიის აქტუალურ საკითხებს. ამ ერთობლივი ღონოსძიების ინიციატორები გახლდნენ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება (პრეზიდენტი პროფ. პინტო ) და საქართველოს კარდილოგთა საზოგადოება (პრეზიდენტები პროფ. ვ. ჭუმბურიძე და პროფ. ა. ალადაშვილი). კონფერენციის სპონსორი იყო კომპანია “ბერლინ ხემი მენარინის”. ( იხ. ბმული კონფერენციის პროგრამა და ბროშურა )

2015 წლის 6-7 ნოემბერს თბილისში Grand Course 2015 – უკვე მეორე უწყვეტი სამედიცინო განათლების კონფერენცია, რომლის ინიციატორები იყვნენ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი პროფ. პინტო და საქართველოს კარდილოგთა საზოგადოების პრეზიდენტი პროფ. ა. ალადაშვილი. კონფერენციას სპონსორობა გაუწია კომპანია “ბერლინ ხემი მენარინიმ” . ( იხ. ბმული კონფერენციის პროგრამა და ბროშურა )

კონფერენციას ესწრებოდა 250-ზე მეტი საქარველოს მედიკოსი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა ევროპის კარდილოგთა საზოგადოების ხუთკაციანი დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ამ საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი, ევროპის გულის ინსტიტუტის დირექტორი პროფ პ. ვარდასი. საქართველოს მხრიდან აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ დაავადებთა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნაციონალური ცენტრის დირექტორი პროფ. ა. გამყრელიძე, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგაოდების ვიცე პრეზიდნტები პროფ. შ. პეტრიაშვილი, პროფ. ა. ჩუხრუკიძე, პრევენციული კარდიოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი ზ. კლიმიაშვილი, თბილისის კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი პროფ. ზ. ფაღავა, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფ. კ ჭელიძე, კლინიკა ლჯ-ს ხელმძღვანელი ზ. ლომინაძე, კლინიკა გულის დირექტორის მოადგილე ხ. ჯალაბაძე. კონფერენციის მსვლელობაში ცალკეულ სესიებს თავჯდომარეობდნენ: პროფ. ვ. ჭუმბურიძე, პროფ. ბ. ქობულია, პროფ. ნ. ემუხვარი, პროფ. ზ.ფაღავა.

წარმოდგენილ მოხსენებებში განხილული იყო არტერიული ჰიპერტენზიის, გულის ქრონიკული იშემიური დაავადების და გულის უკმარისობიის გავრცელების, ტვირთის და მკურნალობის თანამედროვე საშუალებების გამოყენების საკითხები. აუდიტორიის დიდი დაინტერესება გამოიწვია ასევე დისკუსიამ გაიდლაინების მნიშვნელობის შესახებ. პროფ. პ. ვარდასის და სხვა უცხოელი ექსპერტების გამოსვლებში ხაზგასმით იყო აღნიშნული რომ თანამედროვე კლინიკურ კარდიოლოგიაში გაიდლაინების რეკომენდაციების გამოყენებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა, ვიანიდან ეს არის ერთ-ერთი წინაპირობა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისათვის. ამავე დროს ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ გაიდლაინი ეს არ არის კანონი, არამედ აძლევს ექიმს – მტკიცებულებითი მედიცინის თანამედროვე მონაცემებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს ე.წ. “კარგი სამედიცინო საქმიანობის” (Good Medical Practice) წარმართვისათვის.

 დასასრულს, საქართველოს საექიმო საზოგადოებამ და უცხოელმა კოლეგებმა დადებითიდ შეაფასეს ჩატარებული კონფერენცია და გამოთქვეს სურვილი რომ მომავალშიაც ჩატარდეს ამ ტიპის ღონისძიებები საქართველოში. პროფ. პ. ვარდასმა და პროფ. ა. ალადაშვილმა თავის შემაჯამებელ გამოსვლებში აღნიშნეს, რომ ევროპისა და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებები მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და გაიდლაინების პრაქტიკული დანერგვის საქმეში.

3. ESC Atlas of Cardiology – კარდიოლოგიის ატლასი

კარდიოლოგიის ატლასი წარმოადგენს ცნობარს, რომელშიაც წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში) კარდიოლოგიური რესურსების, სერვისების და დაფინანსების თავისებურებების შესახებ. ზოგადი ინფორმაცია ატლასის შესახებ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წერილში , ხოლო ევროპის კარდიოლოგიის საზოგადოების ვებ-გვერდზე წარმოდგენილია ატალასი ელექტრონული ვერსია ( http://www.escardio.org/Research/ESC-Atlas-of-cardiology ). ამ საიტის გამოყენების გზამკვლევი  იხ. ბმულში .

 2. კარდიოლოგიის ატლასის შედგენაში გაწეული მუშაობისათვის საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებამ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებისაგან მიიღო სპეციალური სერტიფიკატი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

© Copyright 2016