დაგვიკავშირდით 0322 508 106

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-6 კონგრესი

მიმდინარე წლის 8 ივნისს ექსპო ჯორჯიის საგამოფენო კომპლექსის საკონფერენციო დარბაზებში ჩატარდა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-6 კონგრესი.

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა კარდიოლოგმა, თერაპევტმა, ოჯახის ექიმმა.

კონგრესის პროგრამით გათვალისწინებული იყოს 6 თემატური სესია და 28 მოხსენება თანამედროვე კარდილგიის აქტუალურ საკითხებზე. 3 სესია დაეთმო ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების უახლესი გაიდალინების: „მიოკარდიუმის რევასკულარიზაცია“, „ არტერიული ჰიპერტენზიის მართვა“, „კარდიოვასკულური დაავადებები ორსულებში“ – ძირითადი რეკომენდაციების განხილვას. კონგრესის მონაწილეებს დაურიგდა ზემოთ აღნიშნული გაილაინების ჯიბის ვერსიები ქართულ ენაზე.

კონგრესის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ ჩვენის საზოგადოების სერტიფიკატი და მიენიჭათ უწყვეტი სამედიცინო განათლების 10 კრედიტ-ქულა.

Comments are closed