დაგვიკავშირდით 0322 508 106

გაიმართა საქართველოს კარდიოლოგთა  საზოგადოების მე-9 კონგრესი

შეგახსენებთ, რომ 4 და 5 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე -9 კონგრესი.
სიამაყით გვსურს აღვნიშნოთ მაღალი ინტერესი – კონფერენციას 400-ზე მეტი კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგი, კარდიოქირურგი, რითმოლოგი, ოჯახის ექიმი, რეზიდენტი და თერაპევტი ესწრებოდა. იგი აკრედიტებული იყო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

კონგრესი გაიხსნა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის პროფესორ არჩილ ჩუხრუკიძის ანგარიშით, შემდეგ საზოგადოებას მიესალმა გულის ფონდის დამფუძნებელი პროფესორი მერაბ მამაცაშვილი.

აღანისაშნავია, რომ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის, არჩილ ჩუხრუკიძის ინიციატივით, დაწესდა კარდიოლოგიის ფუძემდებლების მიხეილ წინამძღვრიშვილისა და გულნარა ჩაფიძის ჯილდოები.
მ. წინამძღვრიშვილის ჯილდო გადაეცა დამსახურებულ კარდიოლოგებს, პროფესორებს ბონდო ქობულიასა და ირაკლი მეგრელაძეს.
ხოლო ინოვაციების დანერგვისათვის კარდიოლოგიაში გულნარა ჩაფიძის სახელობის ჯილდო გადაეცა პროფესორ ალექსანდრე ალადაშვილს.

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წესდების თანახმად ვადის ამოწურვის შემდგომ ჩატარდა პრეზიდენტის არჩევნები – საინიციატივო ჯგუფის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილ იქნა და ხმათა უმრავლესობით აირჩა რუსუდან აგლაძე, განახლდა და დამტკიცდა გამგეობის წევრთა სიაც.

.კონგრესის სამეცნიერო ნაწილი გაგრძელდა გაერთიანებული სესიით – ახალი გაიდლაინების ძირითად აქცენტებზე საუბრით, ხოლო დეტალურად განხილული იქნა შემდგომ სესიებზე.

ორდღიან დატვირთულ პროგრამაში გამოსახულებითი კვლევების, ინტერვენციული კარდიოლოგიის, კარდიოქირურგიის, გენეტიკის, არტერიული ჰიპერტენზიისა და კარდიოლოგიის სხვა სიახლეებს დამოუკიდებელი სესიები დაეთმო.
საინტერესო დისკუსია, დამსწრე საზოგადოების ჩართულობა მეტად საინტერესოს ხდიდა კონფერენციას.

პროფესორ არჩილ ჩუხრუკიძის ინიციატივით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ფაქტის პოპულარიზაციის, უეცარი სიკვდილის პრევენციის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობით მადლიერების ნიშნად “ექსპო ჯორჯია”-ს საგამოფენო ცენტრს გარეგანი დეფიბრილატორი საჩუქრად გადასცა.

Comments are closed