დაგვიკავშირდით 0322 508 106

გამორჩეული კარდიოლოგის კანდიდატურა ESC FELLOWSHIP – ისათვის სამეცნიერო, კლინიკურ და საექთნო ნაწილში.

მოგესალმებით სასიამოვნო სიახლით, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება ეროვნული საზოგადოებების პრეზიდენტებს საშუალებას აძლევს წარდგენილი იქნას რამდენიმე გამორჩეული კარდიოლოგის კანდიდატურა ESC Fellowship – ისათვის სამეცნიერო, კლინიკურ და საექთნო ნაწილში. 

აღნიშნული სტატუსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ მითითებულ ლინკზე.

წარდგენილი კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ ESC-ის მიერ დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებს.

გთხოვთ, კარდიოლოგთა საზოგადოების მეილზე – geoscardiology@gmail.com გამოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

სამეცნიერო დარგში FESC კანდიდატურაზე წარსადგენად

თქვენი მოკლე CV, აკადემიური დიპლომის ასლი (MD, PhD, ან ექთნის დიპლომი)

გამოქვეყნებული მინიმუმ 20 სამეცნიერო პუბლიკაციის სათაური (მიუთითეთ ლინკი), აუცილებელია, რომ წარდგენილი პუბლიკაციებიდან უნდა ეხებოდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს –

რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებულ მინიმუმ 10 პუბლიკაციაზე უნდა იყოთ პირველი / ბოლო ავტორი; 

მიუთითეთ პრიორიტეტული საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალები

კლინიკურ დარგში FESC კანდიდატურაზე წარსადგენად

თქვენი მოკლე CV, აკადემიური დიპლომის ასლი (MD, PhD, ან ექთნის დიპლომი)

გამოქვეყნებული მინიმუმ 6 სამეცნიერო პუბლიკაციის სათაური (მიუთითეთ ლინკი), აუცილებელია, რომ წარდგენილი პუბლიკაციები უნდა ეხებოდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს

რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე უნდა იყოთ პირველი / ბოლო ავტორი;

აუცილებელია მინიმუმ სამი წლის კლინიკური გამოცდილება, როგორც სერთიფიცირებული კარდიოლოგის 

საექთნო დარგში FESC კანდიდატურაზე წარსადგენად

თქვენი მოკლე CV, აკადემიური დიპლომის ასლი (ექთნის დიპლომი)

სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 2 გვერდისა) სადაც უნდა აღწეროთ და დაასაბუთოთ ESC მისიაში შეტანილი წვლილისთვის მინიმუმ ორი: 

 ა) პროფესიული ხელმძღვანელობა (მაგ.: უფროსი ექთანი) 

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა; 

გ) ადვოკატირება 

დ) პროფესიული წევრობა

აუცილებელია, რომ დოკუმენტაცია წარმოადგინოთ ქართულ და ინგლისურ ენაზე. თუ დოკუმენტის ორიგინალი არ არის ინგლისურენოვანი, თარგმნის შემთხვევაში დადასტურებული უნდა იყოს ნოტარიულად

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ FESC სტატუსის კანდიდატურის დოკუმენტაციის ატვირთვის ბოლო ვადაა 25 სექტემბერი

გისურვებთ წარმატებებს

Comments are closed