დაგვიკავშირდით 0322 508 106
უწყვეტი სამედიცინო განათლების კონფერენცია – „ ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით პაციენტების მართვა“.
ა/წ 14 აპრილს ჩატარდა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების უწყვეტი სამედიცინო განათლების კონფერენცია, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო 187 ექიმმა. კონფერენცია მიეძღვნა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების 2017 წლის გაიდლაინის – „ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით პაციენტების მართვა“ ძირითადი რეკომენდაციების განხილვას. აღნიშნულ თემატიკაზე აუდიტორიამ მოისმინა შემდეგი მოხსენებები:
– გადაუდებელი ღონისძიებები STEMI -ის დროს. მომხსენებელი ი. ხოჭოლავა
– რეპერფუზიული სტრატეგია STEMI -ის დროს. მომხსენებელი ა. ალადაშვილი
– STEMI -ით პაციენტების მედიკამენტური მკურნალობა ჰოსპიტალურ პერიოდში. მომხსენებელი ზ. კერესელიძე
– STEMI -ით პაციენტების მედიკამენტური მკურნალობა კლინიკიდან გაწერის შემდეგ. მომხსენებელი თ. კიკალიშვილი
– STEMI -ის გართულებები. მომხსენებელი რ. აგლაძე., ზ. ფაღავა
კონფერენციის მონაწილეებს დაურიგდათ ქართულად ნათარგმნი გაიდლაინის ჯიბის ვერსია და მიენიჭათ 5 კრედიტ-ქულა.
კონფერენციის ორგანიზაციაში სპონსორული და ტექნიკური დახმარება გაგვიია „ჯი-ემ-პი“ – ფარმაცევტულმა კომპანიამ, რისთვისაც ჩვენი საზოგადოება უხდის დიდ მადლობას.
Comments are closed