დაგვიკავშირდით 0322 508 106

საინფორმაციო განაცხადი EECC 2024

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების უშუალო მონაწილეობით 2024 წელს ახალგაზრდა ქართველ ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ  ონლაინ, საქართველოდან ჩააბარონ ბაზისური კარდიოლოგიის ევროპული გამოცდა EECC (European Exam in Core Cardiology).

აღნიშნული გამოცდა 2012 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) და ევროპის სამედიცინო სპეციალობების კარდიოლოგიური სექციის (UEMS-CS)  თაოსნობით და მასში მონაწილოებას ღებულობენ კანდიდატები მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან. 2023 წელს EECC გუნდს საქართველოც შეუერთდა და აღნიშნული გამოცდა წარმატებით ჩააბარა ორმა ქართველმა ექიმმა.

ბაზისური კარდიოლოგიის ევროპულ გამოცდაზე დაიშვებიან დამამთავრებელი წლის რეზიდენტები.

წელს კანდიდატების რეგისტრაცია განხორციელდება 2023 წლის 2 მარტამდე.

გამოცდა ონლაინ რეჟიმში ჩატარდება 2023 წლის 18 ივნისს.

18 მარტიდან  3 თვის მანძილზე კანდიდატებს ექნებათ წვდომა საგამოცდო მასალებზე (სალექციო მასალა, ელექტრონული სახელმძღვანელოები, ვებინარები) და გამოცდამდე ერთი თვით ადრე ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ სატესტო გამოცდა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და გამოცდაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

Email: eeccgeorgia@gmail.com

Tel: +995593788118

Comments are closed