EECC 2026 საინფორმაციო განაცხადი

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების უშუალო მონაწილეობით 2026 წელს ახალგაზრდა ქართველ ექიმებს კვლავაც ექნებათ ბაზისური კარდიოლოგიის ევროპულ გამოცდის EECC (European Exam in Core Cardiology) ჩაბარების შესაძლებლობა.

აღნიშნული გამოცდა 2012 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) და ევროპის სამედიცინო სპეციალობების კარდიოლოგიური სექციის (UEMS-CS) ინიციატივით და მასში მონაწილოებას ღებულობენ კანდიდატები მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნიდან. 2023 წელს EECC გუნდს საქართველოც შეუერთდა.

ბაზისური კარდიოლოგიის ევროპულ გამოცდაზე დაიშვებიან დამამთავრებელი წლის რეზიდენტები და ახალგაზრდა ექიმები, ვისაც ჯერ არ აქვს ჩაბარებული სალიცენზიო გამოცდა კარდიოლოგიაში.

წელს კანდიდატების რეგისტრაცია განხორციელდება 2026 წლის 1 მარტამდე და გამოცდა ონლაინ რეჟიმში ჩატარდება 2026 წლის 16 ივნისს.

16 მარტიდან კანდიდატებს ექნებათ წვდომა საგამოცდო მასალებზე (სალექციო მასალა, ელექტრონული სახელმძღვანელოები, ვებინარები) და გამოცდამდე ერთი თვით ადრე ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ სატესტო გამოცდა ასევე ონლაინ რეჟიმში.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და გამოცდაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

Email: eeccgeorgia@gmail.com
Tel: +995593788118

Comments are closed