მოგესალმებით სასიამოვნო სიახლით!
როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 30.08 – 02.09 -ში ქალაქ ლონდონში გაიმართება ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური კონგრესი.
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებას ექნება ქართული კუთხე და უკვე მეორედ მონაწილეობას მივიღებთ ეროვნული საზოგადოებების სესიაში. თემა შეეხება ენდოკარდიტის მართვის საკითხებს წლის განახლებულ გაიდლაინთან მიმართებაში.
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების უწყვეტი სამედიცინო და დიპლოსმიშემდგომი განათლებისა და ინტერვენციული კარდიოლოგიის სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები რუსუდან აგლაძე და ზვიად კერესელიძე ეგვიპტის წარმომადგენლებთან ერთად 1 სექტემბერს 17:00 საათზე (დიდი ბრიტანეთის დროით) “Global Stage”-ზე წარდგებიან კოლეგების წინაშე.
პროფესორი რუსუდან აგლაძე ასევე მიწვეულია 2 სესიის თავმჯდომარედ. მისი ხელმძღვანელობით პირველი სესია გაიმართება 31 აგვისტოს 13:00 – 13:50 საათზე – გულის უკმარისობა – მედიკამენტური თერაპია და მულტიდისციპლინური დახმარება;
ხოლო მეორე სესია შედგება პირველ სექტემბერს 12:00 – 12:50 სთ-ზე – გულის უკმარისობით პაციენტებში ტელემონიტორინგისა და მულტიდისციპლინური დახმარების შესახებ.
Play/Apple Store – დან ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ESC Congress 2024, თარიღისა და დროის მიხედვით მარტივად შეძლებთ დარბაზების მოძებნას.
გთხოვთ, მობრძანდეთ ქართული კუთხის მოსანახულებლად, ჩაინიშნეთ ზემოაღნიშნული დროები და დაესწროთ სესიებს.
Comments are closed