ჩვენი ისტორია 1991 წლიდან
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება წარმოადგენს პროფესიონალების ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლის საქმიანობა წარიმართება არამომგებიანი ორგანიზაციის პრინციპებით. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება არის ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, იზიარებს მის ძირითად პრინციპებს და მოქმედებს მისი რეკომენდაციების შესაბამისად. საზოგადოების მისია: საქართველოში კარდიოვასკულარური დაავადებებით გამოწვეული ავადობის, ინვალიდიზაციისა და ლეტალობის შემცირების ხელშეწყობა.
1991
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების დამფუძნებელი კონფერენცია. საზოგადოების პრეზიდენტად არჩეულია პროფ. ბ. ქობულია
1993
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების გაწევრიანება ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებაში
2002
საზოგადოების რიგგარეშე კონფერენცია. საზოგადოების პრეზიდენტად არჩეულია პროფ. ვ. ჭუმბურიძე
2004
საზოგადოების I კონგრესი
2006
საზოგადოების II კონგრესი
2009
საზოგადოების III კონგრესი
2013
საზოგადოების IV კონგრესი. საზოგადოების პრეზიდენტად არჩეულია პროფ. ა. ალადაშვილი
2013
საქართველოს და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებების ერთობლივი ინიციატივა – Grand Couses 2013
2015
საქართველოს და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებების ერთობლივი ინიციატივა – Grand Couses 2015
უფრო დაწვრილებით საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ისტორიას შეგიძლიათ გაეცნოთ პროფ. ბ. ქობულიას ნაშრომში
