უწყვეტი სამედიცინო განათლების კონფერენცია
უწყვეტი სამედიცინო განათლების კონფერენცია - „ ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით პაციენტების მართვა“.
ა/წ 14 აპრილს ჩატარდა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების უწყვეტი სამედიცინო განათლების კონფერენცია, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო 187 ექიმმა. კონფერენცია მიეძღვნა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების 2017 წლის გაიდლაინის - „ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით პაციენტების მართვა“ ძირითადი რეკომენდაციების განხილვას. აღნიშნულ თემატიკაზე აუდიტორიამ მოისმინა შემდეგი მოხსენებები:
- გადაუდებელი ღონისძიებები STEMI -ის დროს. მომხსენებელი ი. ხოჭოლავა.
- რეპერფუზიული სტრატეგია STEMI -ის დროს. მომხსენებელი ა. ალადაშვილი.
- STEMI - ით პაციენტების მედიკამენტური მკურნალობა ჰოსპიტალურ პერიოდში. მომხსენებელი ზ. კერესელიძე.
- STEMI - ით პაციენტების მედიკამენტური მკურნალობა კლინიკიდან გაწერის შემდეგ. მომხსენებელი თ. კიკალიშვილი
- STEMI - ის გართულებები. მომხსენებელი რ. აგლაძე. ზ. ფაღავა.
კონფერენციის მონაწილეებს დაურიგდათ ქართულად ნათარგმნი გაიდლაინის ჯიბის ვერსია და მიენიჭათ 5 კრედიტ-ქულა.
კონფერენციის ორგანიზაციაში სპონსორული და ტექნიკური დახმარება გაგვიია „ჯი-ემ-პი“ - ფარმაცევტიულმა კომპანიამ, რისთვისაც ჩვენი საზოგადოება უხდის დიდ მადლობას.