გამოწვევები კარდიო-ონკოლოგიაში



2023 წლის 29 აპრილს კარდიოლოგებისა და ონკოლოგების ინიციატივით და ორგანიზებით, კომპანია სერვიეს მხარდაჭერით შედგა სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა აქტუალური საკითხები და გამოწვევები კარდიო-ონკოლოგიაში.


გაკეთდა აქცენტები ზ/ა დარგის მნიშვნელობაზე და როლზე ყოველდღიურ სამედიცინო საქმიანობაში.


გამახვილდა ყურადღება კარდიოლოგების და ონკოლოგების თანამშრომლობის აუცილებლობაზე, ანტისიმსივნური მკურნალობის დაწყებამდე და მის ყველა ეტაპაზე, რაც საგრძნობლად შეამცირებს კარდიო-ვასკულურ ტოქსიკურობას.


აღნიშვნას საჭიროებს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები დასაბამს დაუდებს, კარდიო-ონკოლოგიის, როგორც ცალკე დარგის მეტად განვითრებას საქართველოში და პაციენტებისათვის ძირითადი დაავადების გამოსავლის გაუმჯობესებას.