დაგვიკავშირდით 0322 508 106

პირობები

საზოგადოების წევრობა

1.1   საზოგადოებას შეიძლება ჰყავდეს სრულუფლებიანი და საპატიო წევრები.
1.2  საზოგადოებას სრულუფლებიანი წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს საექიმო საქმიანობის          უფლება „კარდიოლოგიაში“.
1.3  საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი:
      ა)  მონაწილეობას იღებს ასოციაციის საერთო კრებაში და სარგებლობს ხმის უფლებით;
      ბ)  უფლებამოსილია აირჩიოს ან/და არჩეულ იქნას საზოგადოების ორგანოებში(გამგეობა, დარგობრივი კომისიები, კომიტეტები ან/და სხვა);
      გ)  საზოგადოების მიზნებით განსაზღვრული საქმიანობისას ისარგებლოს საზოგადოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, მიღწევების შესახებ                         სიახლეებით და შესაბამისი ინფორმაციით;
     
დ) მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების ეგიდით ორგანიზებულ სემინარებში, კონფერენციებში, ლექციებში, ტრენინგებში.

1.4  საზოგადოების სრულუფლებიან წევრად მიღება ხორციელდება წევრობის მსურველი ექიმი კარდიოლოგის წერილობითი (წარმოდგენილი                            გამგეობისათვის ელექტრონული ან/და მატერიალური სახით) განაცხადის/განცხადების საფუძველზე, საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილების            საფუძველზე. ამასთან გამგეობა უფლებამოსილია, საზოგადოებაში გაწევრიანების მსურველი პირს მოსთხოვოს საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა                (განათლების და საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი).

1.5  საზოგადოების სრულუფლებიანი წევრობა შეიძლება შეუწყდეს პირს შემდეგ შემთხვევებში:

      ა)  საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში;
      ბ)  თუ საზოგადოების სრულუფლებიან წევრს ჩამოერთმევა საექიმო საქმიანობის უფლება „კარდიოლოგიაში“;
      გ)  თუ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის მიმართ დადგება კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლებრივი განაჩენი მძიმე ან/და                             განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კვალიფიკაციით;
      
დ) საწევრო გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში 

      ე)  საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის მიერ გამგეობისათვის, საზოგადოების წევრობის შეწყვეტის თაობაზე წერილობითი მიმართვის                               საფუძველზე;

      ვ)  საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილებით(გამგეობის წევრთა ხმათა უმრავლესობით), თუ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის მოქმედება               მიმართულია საზოგადოების საქმიანობის წინააღმდეგ, ან/და მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ან/და ზიანს აყენებს საზოგადოების მიზნებს, ლახავს             საზოგადოების სახელს/საქმიან რეპუტაციას, ან/და საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების სახელით                       საქმიანობისას მასზედ დაკისრებული მოვალეობების უხეშ დარღვევას;

      ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

1.6  საზოგადოების საპატიო წევრი შეიძლება იყოს, ნებისმიერი საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური ან/და იურიდიული                                პირი, რომლის წვლილი მიუძღვის კარდიოლოგიის დარგის განვითარებაში. საპატიო წევრი მონაწილეობას არ იღებს ასოციაციის საერთო კრებაში,                არ სარგებლობს ხმის უფლებით და მასზედ არ ვრცელდება წესდების 1.5 მუხლის მოთხოვნები.

1.7  საზოგადოების საპატიო წევრობა შეიძლება შეწყვეტილ იქნას: 

      ა)  საპატიო წევრის მომართვის/განცხადების საფუძველზე;
      ბ)  საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილებით;
      გ)  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

1.8  საზოგადოების საწევრო გადასახადის განსაზღვრა, ცვლილებები და გაუქმება ხორციელდება გამგეობის გადაწყვეტილებით.