დაგვიკავშირდით 0322 508 106
ქვეყანაში კარდიოლოგიის დარგის განვითარების სპეციფიური პრობლემების და გამოწვევების გათვალისწინებით საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება აყალიბებს ე.წ. სამუშაო ჯგუფებს. ამ ჯგუფების ამოცანებია:
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი უნდა იყოს კარდიოლოგიის შესაბამის მიმართულებებში საკმაო გამოცდილების მქონე სპეციალისტი.
ხელმძღვანელი - ზვიად კერესელიძე (კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგი)
„თბილისის გულის ცენტრის“ კარდიო-ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოსა და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. სამუშაო ჯგუფის წევრები - ივანე ხოჭოლავა, ლაშა ჩანტლაძე, ინგა ბოჭორიშვილი, გიორგი შაკინოვი, ტარიელ ჯახია.
ხელმძღვანელი - კახა ნადარაია (კარდიოლოგი)
მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს უნივერსისტეტის ასოცირებული პროფესორი, თსუ საუნივერსიტეტო კლინიკა “ვივამედი”-ს კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიისა და თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ევროპის კარდიოლოგთა და ათეროსკლეროზის საზოგადოებების წევრი, შინაგანი მედიცინის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, საქართველოს საერთაშორისო კარდიომიოპათიების საზოგადოების დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ინტერნისტთა საზოგადოების დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაციის გამგეობის წევრი, საქართველოს ტელერადიოლოგიის და ტელემედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ჯანდაცვის ინოვაციების და იმპლემენტაციის კვლევითი პლატფორმის დირექტორი. სამუშაო ჯგუფის წევრები - ზვიად კერესელიძე, კონსტანტინე ლილუაშვილი, გიორგი ჩხოლარია, მურმან ქანთარია, თამარ შენგელია.
ხელმძღვანელი - ვაჟა აგლაძე (კარდიოლოგი)
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ პროფესორი, „ქართულ - ავსტრიული ასოციაციის“ გამგეობის წევრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი ექიმთა ღია საზოგადოება პროფილაქტიკური მედიცინა XXI საუკუნე“ გამგეობის თამჯდომარე, საქართველოსა და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების გაიდლაინების კომიტეტის ნაციონალური კოორდინატორი საქართველოში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის, დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული უწყვეტი სამედიცინო განათლების 10 პროგრამის ავტორი და განმახორციელებელი. თსსუ /ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი კარდიოლოგიის დარგში, 1 დაპატენტებული გამოგონების (გულის გარეგანი მექანიკური მასტიმულირებელი მოწყობილობა) თანაავტორი. სამუშაო ჯგუფის წევრები - ბეჟან წინამძღვრიშვილი, კახა ნადარაია, მარინა აგლაძე, დალი ტრაპაიძე, თამარ აბესაძე და ცირა ქრისტესიაშვილი.
ხელმძღვანელი - შალვა პეტრიაშვილი
კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორი, აღმოსავლეთ - დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტის კარდიოლოგიური დეპარტამენტის სრული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი, 2012 საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს და ევროპის ათეროსკლეროზის საზოგადოების წევრი, 2017 საქართველოს პროფილაქტიკური აკადემიის წევრი, კარდიოლოგიაში რეზიდენტურის პროგრამის ავტორთა ჯგუფის წევრი
ხელმძღვანელი - კახაბერ ეცადაშვილი (კარდიოლოგი, რითმოლოგი)
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის „გადაუდებელი კარდიოლოგიიის ცენტრის“ რითმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს გულის რითმის ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი, საქართველოს გულის უკმარისობის ასოციაციის წევრი, ევროპის გულის რითმისა და გულის უკმარისობის ასოციაციის წევრი, საქართველოსა და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი.
ხელმძღვანელი - თამარ ვახტანგაძე (კარდიოლოგი)
მედიცინის აკადემიური დოქტორი, FESC, პროფესორი, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი, ბირთვული კარდიოლოგიის სპეციალისტი, ექსპერტი კარდიოლოგიასა და განათლების ხარისხის განვითარებაში, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების აბსტრაქტის განმხილველი კომიტეტის წევრი და ექსპერტი.სამუშაო ჯგუფის წევრები: დალი ტრაპაიძე, ლალი გუჯეჯიანი, ლიანა რიგვავა, მაგდა ხუციშვილი, სალომე მოსიძე, ნანა ასათიანი.
ხელმძღვანელი - ბეჟან წინამძღვრიშვილი (კარდიოლოგი)
მედიცინის დოქტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 2012 წწ. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სამედიცინო - ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო მეთოდოლოგიური საბჭოს წევრი, ნიუ - იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოებისა და ჰიპერტონიის ლიგის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოების კლინიკური სპეციალისტი, საქართველოს მიკროცირკულაციის და კლინიკური ჰემორეოლოგიის საზოგადოების გენერალური მდივანი, საქართველოს და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, ევროპის მიკროცირკულაციისა და ჰიპერტენზიის საზოგადოების წევრი. სამუშაო ჯგუფის წევრები - დალი ტრაპაიძე, დოდო კაჭახიძე, თამრიკო აბესაძე, ლელა სტურუა.
ხელმძღვანელი - ზვიად ყიფიანი (კარდიოლოგი)
მედიცინის დოქტორი, PhD, FESC, საქართველოს გულის უკმარისობის საზოგადოების პრეზიდენტი, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების, ევროპის გულის უკმარისობის ასოციაციის, კარდიოლოგიის ამერიკული კოლეჯის საერთაშორისო ასოციაციის, გულის და ფილტვის ტრანსპლანტაციის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, პრემიუმ პროფესიონალი წევრი - ამერიკის გულის ასოციაცია, კარდიოლოგი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სამუშაო ჯგუფის წევრები - ნათია ნაზღაიძე
ხელმძღვანელი - რუსუდან აგლაძე (კარდიოლოგი)
მედიცინის დოქტორი, PHD, FESC. EECC - ევროპული გამოცდა ბაზისურ კარდიოლოგიაში ბორდის წევრი (2023 წ-დან), საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების გამომსახველობითი კვლევების ასოციაციის (EACVI), გულის უკმარისობის ასოციაციის (HFA) და მწვავე კარდიოვასკულურ მდგომარეობათა ასოციაციის (ACVC) წევრი, თბილისის კარდიოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე (2016-2019), ESC 2019 წლის დისლიპიდემიის გაიდლაინის ნაციონალური მიმომხილველი ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) კონგრესის აბსტრაქტების მიმოხილვის ჯგუფის წევრი (2016-2023წწ), ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის კარდიოპულმონური დეპარტამენტის კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი.
ხელმძღვანელი - ზურაბ კლიმიაშვილი (კარდიოლოგი)
ევროპის კარდიოვასკულური დააავადებების პრევენციის საზოგადოების ნაციონალური კოორდინატორი საქართველოში, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების, ევროპის პრევენციული კარდიოლოგიის, ევროპის გულის უკმარისობის ასოციაციის წევრი, საქართველოსა და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, კლინიკა "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" -კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სამუშაო ჯგუფის წევრები - დალი ტრაპაიძე, ნია გიუნაშვილი, ზურაბ ფაღავა.
ხელმძღვანელი - გიორგი კაჭარავა (კარდიოლოგი, რადიოლოგი)
თბილისის მედიცინის ინსტიტუტის (TIM) სამედიცინო დირექტორი, ევროპის კარდიოვასკულური გამოსახულებითი კვლევების ასოციაციის (EACVI) აკრედიტაცია ტრანსთორაკალურ და ტრანსეზოფაგურ ექოკარდიოგრაფიაში; საქართველოს კარდიოლოგთა კოლეგიის პრეზიდენტი. სამუშაო ჯგუფის წევრები - მამუკა ქობალავა, თეა გეგენავა.
ხელმძღვანელი - გიორგი გოგიშვილი (კარდიოლოგი)
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, MD., PhD. სამუშაო ჯგუფის წევრები - მატა გუჯაბიძე, თათა ნიჟარაძე, თამარ თარხან-მოურავი, თამარ გაფრინდაშვილი.
ზაზა კაციტაძე (კარდიოქირურგი)
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
თავჯდომარე - ზურაბ ფაღავა (კარდიოლოგი)
მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მკვლევარი, FESC, საქართველოს გულ - სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის და რეაბილიტაციის ასოციაცია დამფუძნებელი და პრეზიდენტი; საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების დამფუძნებელი და ვიცე - პრეზიდენტი - 1991წ, საქართველოს შინაგანი მედიცინის ასოციაციის საპატიო წევრი, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების განსაკუთრებული (Fellow) წევრი, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების სამუშაო ჯგუფის წევრი კარდიოვასკულურ ფარმაკოთერაპიაში; ევროპის კარდიოვასკულური პრევენციის და რეაბილიტაციის ასოციაციის რეგულარული წევრი, ნ.ბოხუას სახ. კარდიოვასკულური ცენტრის კარდიო-პულმონოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ივ.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, შინაგან სნეულებათა მიმართულების ასოცირებული პროფესორი.