
ძვირფასო კოლეგებო,
მოხარულნი ვართ მოგიწვიოთ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-10 საიუბილეო კონგრესზე, რომელიც გაიმართება 2026 წლის 23-24 ოქტომბერს, თბილისში სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში.
წელს განსაკუთრებულ თარიღს აღვნიშნავთ – საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების დაარსებიდან 35 წელს! ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ გამორჩეულ მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტებსა და ქართველ მომხსენებლებს. გველოდება ორი საინტერესო დღე, რომელიც დაეთმობა სამეცნიერო ცოდნის გაზიარებას, გამოცდილების გაცვლასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
კონგრესი აკრედიტირებულია საქართველო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და მინიჭებული აქვს 12 კრედიტ-ქულა.
კრედიტ-ქულები გაიცემა შეზღუდული რაოდენობის მონაწილეთათვის (კარდიოლოგები, ინტერვენციული კარდიოლოგები, ოჯახის ექიმები).
თუ უკვე დარეგისტრირებული ხართ საიტზე, კონგრესზე რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ თქვენი პროფილიდან: ჩემი პროფილი
თუ ჯერ არ გაქვთ ანგარიში, შექმენით ახალი ანგარიში და დარეგისტრირდით კონგრესზე: რეგისტრაცია
რეგისტრაციისას აუცილებელია ზუსტად დაწეროთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, ვინაიდან აკრედიტირებული ქულების მისაღებად გამოყენებული იქნება რეგისტრაციისას შევსებული ინფორმაცია.
კონგრესის პროგრამა იხილეთ ბმულზე: პროგრამა

Comments are closed