დაგვიკავშირდით 0322 508 106

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-9 კონგრესი

მიმდინარე წლის 4–5 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცის მე-3 პავილიონში გაიმართება საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მეცხრე კონგრესი.
ღონისძიება ტარდება მსოფლიოს გულის დღის ფარგლებში და განხილული იქნება ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების უახლესი 2025 წლის გაიდლაინები.

კონგრესის სამეცნიერო პროგრამა მოიცავს დისკუსიებს არითმოლოგიის, ინტერვენციული კარდიოლოგიის, არტერიული ჰიპერტენზიის, გენეტიკის, დისლიპიდემიისა და კარდიოქირურგიის თანამედროვე საკითხებზე.

კონგრესი აკრედიტებულია და მონაწილეებს მიენიჭებათ უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტ-ქულები (შეზღუდული რაოდენობით).
რეგისტრაცია დამსწრეთათვის უფასოა და იგი ხელმისაწვდომია როგორც რეზიდენტებისთვის, ისე სამედიცინო სტუდენტებისთვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის ლინკს მომავალ კვირაში გამოვაქვეყნებთ სოციალური ქსელის მეშვეობით.

გარდა ამისა, 4 ოქტომბერს, კონგრესის მიმდინარეობისას, გაიმართება საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტისა და გამგეობის არჩევნები. საზოგადოების წევრებს შესაძლებლობა ექნებათ ხმის მიცემის როგორც ონლაინ, ისე ადგილზე, კონგრესის ფარგლებში.

გთხოვთ, იაქტიუროთ და გვეწვიოთ კონგრესზე 4–5 ოქტომბერს, დილის 09:00 საათიდან.

Comments are closed