თბილისიმარათონი 2026

“ჰანიველ ცემენტი”-ს მიერ ორგანიზებული რიგით მე-15 “თბილისიმარათონი” 27 სექტემბერს გაიმართება.

მარათონი 08:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და მონაწილება შეეძლება ბავშვთა 2 ასაკობრივ ჯგუფს, 16 წელს ზემოთ ნებისმიერ მსურველს 2 დისტაციაზე.

კომპანია ჰანიველ ცემენტის მიერ ორგანიზებული 10კმ გარბენი და ნახევარმარათონი “მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენების საერთაშორისო ორგანიზაციის” (AIMS) მიერ არის ოფიციალურად აღიარებული 2015 წლიდან.

ნახევარმარათონი და 10კმ გარბენი ორგანიზებულია მძლეოსანთა საერთაშორისო ფედერაციის (IAAF) წესებისა და სტანდარტების მიხედვით. ღონისძიებაში ჩართულნი არიან საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“.

27 სექტემბერს დაგეგმილ გარბენს უერთდება საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება და საქართველოს გულის ფონდი.
დამატებითი ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია შესაძლებელია “თბილისიმარათონი”-ს ოფიციალური ვებ გვერდის მეშვეობით მითითებულ ლინკზე – თბილისიმარათონი

ველით თქვენს გამოხმაურებასა და მხარდაჭერას
გისურვებთ ჯანმრთელობას

Comments are closed