პოსტდიპლომური სამედიცინო განათლება წარმოადგენს საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ინტერესების და აქტიურობის ერთ-ერთ ძირითად სფეროს. პოსტდიპლომური სამედიცინო განათლება მოიცავს:
სამედიცინო განათლების მიმართულებით ჩვენი საზოგადოების ძალისხმევა წარიმართება ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით. ბოლო წლებში საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ექპერტების მიერ (ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების შესაბამის დოკუმენტების მიხედვით) შედგენილია:
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრებს შეუძლიათ ჩაერთონ უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესში (ა) ლიკალური (ჩვენი საზოგაოდების) და (ბ) გარე (ESC და სხვა.) რესურსების გამოყენებით.
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება პერიოდულად ატარებს – უწყვეტი სამედიცინო განათლების კონფერენციებს და სხვ., რომელთა დევიზია “დავნერგოთ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების გაიდლანები საქართველოს კლინიკურ პრაქტიკაში”. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ ორგანიზებულ და აკრედიტებულ უწყვეტი სამედიცინო განათლების ღონისძიებებში მონაწილეობისათვის გაიცემა კრედით ქულები და შესაბამის სერტიფიკატები დადგენილი წესის მიხედვით.
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრებს (რომლებიც, ამავდროულად არიან ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრები) ეძლევათ საშუალება უწყეტი სამედიცინო განათლების მიზნით გამოიყენონ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების რესურსები. ექიმების უწყვეტი სამედიცინო განათლებისათვის ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებას შექმნილი აქვს ელექტრონული (ინტერნეტ) სასწავლო პლატფორმა (The ESC ELEARNING PLATFORM). იხ. ბმული. ელექტრონული სასწავლო პლატფორმა არის ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების და ნაციონალური კარდიოლოგიური საზოგადოებების თანამშრომლობის პროექტი. ელექტრონული სასწავლო პლატფორმა დაფუძნებულია ინტერნეტ-ტექნოლოგიებზე და მიზნად ისახავს კარდიოვასკულარური სპეციალისტების მზადების ჰარმონიზაციას. ელექტრონული სასწავლო პლატფორმა არის ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების შესაბამის კურიკულუმებზე დაფუძნებული კარდიოლოგიის ონლაინ სწავლების საშუალება, რომელიც შედგება პროფესიული განათლების პროგრამებისაგან. ელექტრონული სწავლების ფორმებია: ვებინარები (WEBINARS), კლინიკური შემთხვევების გარჩევები, ზოგად კარდიოლოგიაში და სუბსპეციალობებში მზადების პროგრამები.
ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება ლიცენზირებულ კარდიოლოგებს სთავაზობს სერტიფიცირების შესაძლებლობას სუბცპეციალობების მიხედვით, რათა მსურველებმა შეამოწმონ და შეაფასონ ცოდნა და უნარები პოსტდიპლომური საგანმანათლებლო და სასწავლო გამოცდილების მიღების შემდეგ.
გთავაზობთ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების გამოცდების ჩამონათვალს და შესაბამის ლინკებს სუბსპეციალობების მიხედვით, სადაც შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინფორმაცია გამოცდების თარიღის, დარეგისტრირების პროცესის და გამოცდის სტრუქტურის შესახებ:
ACVC Certification in Acute Cardiac Care
HFA Certification in Heart Failure
Certification in Cardiac Oncology
EHRA Certification in Heart Rhythm
EACVI Certification in Cardiovascular Imaging
ვებინარი არის საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც გამიზნულია ექიმებისათვის, რომლებსაც სურთ გააგრძელონ თავისი უწყვეტი სამედიცინო განათლება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ყოველგვარი მოგზაურობების გარეშე. ვებინარი შეიძლება ადვილად მოერგოს პრაქტიკოსი ექიმების დატვირთულ სამუშაო გრაფიკს. ვებინარების ინტერაქტიული პროგრამები მოიცავს: საინტერესო კლინიკური შემთხვევების გარჩევას, ონლაინ შეფასებას და “ცოცხალ” (Live) დისკუსიებს ევროპის წამყვან სპეციალისტებთან, აგრეთვე ექიმების ყოველდღიური პრაქტიკისათვის სასარგებლო ბევრ სხვა სასწავლო საშუალებას. ვებინარის თემატიკა მოიცავს სამედიცინო პრობლემატიკის ფართო სპექტრს, როგორებიცაა: მწვავე კარდიოვასკულარური პათოლოგია, კარდიოვასკულარური “იმეჯინგი”, ზოგადი კარდიოლოგია, გულის უკმარისობა, არითმიები, ინტერვენციული კარდიოლოგია, მიოკარდის და პერიკარდის დაავადებები, პრევენცია და რეაბილიტაცია და სხვა. ზოგად კარდიოლოგიაში ონლაინ ტრენინგის პროგრამა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრებისათვის უფასოა. ეს პროგრამა შექმნილია იმათთვის, ვისაც აქვს სურვილი განაახლოს სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროფესიული ცოდნა და მიიღოს პრაქტიკული რეკომენდაციები ლიდერი ექსპერტებისაგან. იხ. ბმული