2022 წლის 2 ოქტომბერს „ექსპო ჯორჯიის“ საგამოფენო კომპლექსის საკონფერენციო დარბაზებში ჩატარდა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-7 კონგრესი.
კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა კარდიოლოგმა, თერაპევტმა, ოჯახის ექიმმა, მოწვეული იქნა საზოგადოების საერთო კრება.
კონფერენციაგახსნა კარდიოლოგთა საზოგადოების ყოფილმა პრეზიდენტმა, პროფესორმა ალექსანდრე ალადაშვილმა. მან მიმართა საერთო კრებას ახალი გამგეობისა და პრეზიდენტის არჩევის თაობაზე, კრებისმდივნად დასახელდა ხათუნა ჯალაბაძე.
შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიესალმა აკადემიკოსი გულნარა ჩაფიძე.
არჩეული და დამტკიცებული იქნა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ახალი გამგეობა, ხოლო საერთოკრების ხმათა უმრავლესობით საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტად არჩეულიიქნა პროფესორი არჩილ ჩუხრუკიძე. რომელმაც აქტიური თანამშრომლობისა და მუშაობის მზაობა აღუთქვა კონგრესის დამსწრე კოლეგებს.
კონგრესის პროგრამით გათვალისწინებული იყოს 6 თემატური სესია და 28 მოხსენება თანამედროვე კარდიოლოგიის აქტუალურ საკითხებზე.
კონგრესის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ საზოგადოების სერტიფიკატი და მიენიჭათუწყვეტი სამედიცინო განათლების 10 კრედიტ-ქულა.
ლექციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
Comments are closed