
“ჰანიველ ცემენტი”-ს მიერ ორგანიზებული რიგით მე-14 “თბილისიმარათონი” 28 სექტემბერს გაიმართება.
მარათონი 08:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და მასში წელს რეკორდულად დიდი რაოდენობა – 3500 მორბენალი მიიღებს მონაწილეობას.
თბილისიმარათონი 3 გარბენს მოიცავს:
ნახევარმარათონს, 10 კილომეტრიან გარბენს და ბავშვთა გარბენს და მასში არა მარტო სპორტსმენები, არამედ უცხოელი მორბენალები, ოჯახები ბავშვებითა და ასევე შშმ პირები მონაწილეობენ.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი საბერძნეთის საელჩოა.
რეგისტრაციიდან შესული თანხა სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება.
28 სექტემბერს დაგეგმილ გარბენს უერთდება საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება და საქართველოს გულის ფონდი.
კარდიოლოგის საზოგადოების წევრებსა და კოლეგებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის და მხარდაჭერის მიზნით, გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ ღონისძიებაში.
დამატებითი ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია შესაძლებელია “თბილისიმარათონი”-ს ოფიციალური ვებ გვერდის მეშვეობით მითითებულ ლინკზე – თბილისიმარათონი
ველით თქვენს გამოხმაურებასა და მხარდაჭერას.
გისურვებთ ჯანმრთელობას
Comments are closed