
2025 წლის დეკემბერში ევროკომისიამ წამოიწყო ევროკავშირის (EU) პირველი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის ინიციატივა, „უსაფრთხო გულის გეგმა“. ეს ისტორიული ეტაპი პირველი შემთხვევაა, როდესაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის მნიშვნელობა ევროპულ საკანონმდებლო დონეზე განიხილება.
ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება, გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის ევროპული ალიანსის (EACH) პარტნიორებთან ერთად, უშუალოდ არის ჩართული ამ გეგმის განხორციელებაში
ESC-ის 2026 წლის გაზაფხულის სამიტი, რომელიც 5-6 მარტს სოფია ანტიპოლისში European Heart House-ში ჩატარდა, სწორედ აღნიშნულ ინიციატივას მიეძღვნა. სამიტში 58 ნაციონალური საზოგადოების, 7 ასოციაციის, 15 სამუშაო ჯგუფის და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მმართველი გუნდის ლიდერები, მათ შორის ESC -ის პრეზიდენტი და არჩეული პრეზიდენტი მონაწილეობდნენ. სამიტის მუშაობაში საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა რუსუდან აგლაძემ და პრევენციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ზურაბ კლიმიაშვილმაც მიიღეს მონაწილეობა. გაიმართა სამუშაო შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან და დაიგეგმა ურთიერთ-თანამშრიმლობის შემდგომი ეტაპები.
ევროკავშირის უსაფრთხო გულის გეგმას პრევენციის, დაავადების ადრეული გამოვლენის, მკურნალობის, მოვლისა და რეაბილიტაციის ჰოლისტურ მიდგომას გულისხმობს. გეგმა ეხება კლასიკურ რისკ-ფაქტორებს: თამბაქოს და სიმსუქნეს; ასევე ახალ საფრთხეებს და სოციალურ და გარემოს დაცვით განმსაზღვრელ ფაქტორებს.
როგორ შეგვიძლია მომავალში სამი მთავარი გამოწვევის გადაჭრა?
დაბერება: მნიშვნელოვანია პაციენტზე ორიენტირებული მოდელების და ჰოლისტიკური პროგრამების შექმნა.
ქრონოლოგიური ასაკის მიღმა, ბიოლოგიური პროცესები, როგორიცაა ქრონიკული ანთება და მეტაბოლური ცვლილებები საგულისხმო როლს თამაშობენ დაბერების პროცესში.
დაბერების პროცესის შეჩერება შეუძლებელია, თუმცა ინტერდისციპლინარული პრევენციული სტრატეგიებისა და ინოვაციური თერაპიების მეშვეობით შესაძლებელია შევამციროთ მისი კარდიოვასკულური გამოვლინებები.
სიმსუქნე: რეკომენდებულია პრევენციის ადრე დაწყება, რეაბილიტაციაზე ერთიანი წვდომის უზრუნველყოფა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება (სკოლებში კვების შეფასება, საკვების მკაფიო ეტიკეტირება, ეროვნული პროგრამები).
გარემო და ნიკოტინი: რეკომენდებულია ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების შეფასება (მათ შორის შენობაში), მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცნობიერების ამაღლება.
Safe Heart Plan – „უსაფრთხო გულის გეგმა”-ის განხორციელება ნაციონალური კარდიოლოგიური საზოგადოებების, საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლების და საზოგადოების ფართო წრეების აქტიური ჩართულობით არის შესაძლებელი.


Comments are closed