ავთანდილ ჯორბენაძის მემორიალური რეზიდენტთა სამეცნიერო კონფერენცია 2026

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისა და ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის ინიციატივითა და ურთიერთთანამშრომლობით, წელს, უკვე მესამედ, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მხარდაჭერითა და ეგიდით მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილია ავთანდილ ჯორბენაძის მემორიალური რეზიდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციის მიზანი ახალგაზრდა ექიმების სამეცნიერო მუშაობის მოტივაციის, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება, ანალიტიკური აზროვნების, პრეზენტაციისა და დისკუსიის უნარის გაზრდაა და მასში მონაწილეობა შეეძლება საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მსურველ რეზიდენტს კარდიოლოგიასა და მომიჯნავე სპეციალობებში.

გთხოვთ, ამა წლის 1 მაისამდე გამოგვიგზავნოთ პრეზენტაცია საინტერესო, იშვიათი კლინიკური შემთხვევების შესახებ თქვენი პროფესიული გამოცდილებიდან. თქვენი პრეზენტაცია, შესაძლოა, ეხებოდეს კარდიოვასკულარული დაავადებების/შემთხვევების ან/და გამოსავლის სტატისტიკურ ანალიზს.

მიღებულ პრეზენტაციებს განიხილავს საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების და კარდიოლოგიური პროფილის უწყვეტი სამედიცინო და დიპლომისშემდგომი განათლების განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფი. 12 შერჩეულ მოხსენებას ავტორები მიმდინარე წლის ივნისში წარადგენენ ფართო აკადემიური დარბაზის წინაშე. მათგან საუკეთესო მომხსენებელი დაჯილდოვდება.

გთხოვთ, პრეზენტაციები გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: residentsconference@gmail.com

საკონტაქტო პირები:
მარიამ ლომიძე ტელ.: 593123230
რუსუდან აგლაძე ტელ.: 593788118
ანა ჩიქოვანი ტელ.: 557990396

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი: ecc.ge
ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი: angio.ge

Comments are closed