აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისა და ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის ინიციატივითა და ურთიერთთანამშრომლობით, წელს, უკვე მეორედ, მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილია ავთანდილ ჯორბენაძის მემორიალური რეზიდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციის მიზანი ახალგაზრდა ექიმების სამეცნიერო მუშაობის მოტივაციის, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება, ანალიტიკური აზროვნების, პრეზენტაციისა და დისკუსიის უნარის გაზრდაა.
პირველი წარმატებული ღონისძიების შემდგომ, დამფუძნებლების გადაწყვეტილებითა და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მხარდაჭერით, კონფერენციაში მონაწილეობა შეეძლება საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მსურველ რეზიდენტს კარდიოლოგიასა და მომიჯნავე სპეციალობებში.
გთხოვთ, ამა წლის 15 მარტამდე გამოგვიგზავნოთ პრეზენტაცია საინტერესო, იშვიათი კლინიკური შემთხვევების შესახებ თქვენი პროფესიული გამოცდილებიდან. თქვენი პრეზენტაცია, შესაძლოა, ეხებოდეს კარდიოვასკულური დაავადებების / შემთხვევების ან/და გამოსავლის სტატისტიკურ ანალიზს.
მიღებულ პრეზენტაციებს განიხილავს საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების და კარდიოლოგიური პროფილის უწყვეტი სამედიცინო და დიპლომისშემდგომი განათლების განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფი.
12 შერჩეულ მოხსენებას ავტორები მიმდინარე წლის ივნისში წარადგენენ ფართო აკადემიური დარბაზის წინაშე. მათგან საუკეთესო მომხსენებელი დაჯილდოვდება.
გთხოვთ, პრეზენტაციები გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: residentsconference@gmail.com
საკონტაქტო პირები: მარიამ ლომიძე (ტელ.: 593123230); რუსუდან აგლაძე (ტელ.: 593788118).
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი: ecc.ge
ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი: angio.ge
გისურვებთ წარმატებებს!
Comments are closed