დაგვიკავშირდით 0322 508 106
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობის მიერ საინიციატივო ჯგუფის მომართვის საფუძველზე დაფუძნდა კარდიოონკოლოგიის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, MD. PhD გიორგი გოგიშვილი უხელმძღვანელებს. სამუშაო ჯგუფის წევრები – მატა გუჯაბიძე, თათა ნიჟარაძე, თამარ თარხან-მოურავი, თამარ გაფრინდაშვილი.
კარდიოონკოლოგიური მიმართულების მიზანია ქვეყანაში დარგის პოპულარიზაცია, ონკოლოგიურ პაციენტთა ინფორმირებულობის გაზრდა, კარდიოვასკულურ გართულებათა პრევენცია, დროული ჩართულობა და დაავადების სწორი მართვა, რათა გაუმჯობესდება პაციენტთა სიცოცხლის პროგნოზი, ხარისხი და შრომისუნარიანობა.
ვფიქრობთ, მულტიდისციპლინარული მიდგომით, ონკოლოგთა, კარდიოლოგთა და სხვა საჭირო სპეციალისტებთან ერთად მინიმუმადე შევამცირებთ ონკოლოგიური მკურნალობის უარყოფითი გავლენას კარდიოვასკულარულ სისტემაზე, პაციენტების რისკის სტრატიფიკაციით, პირველადი და მეორადი პრევენციული ღონისძიებების მეშვეობით, რაც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო ასოციაციების მიერ დამტკიცებული გაიდლაინებისა და რეკომენდაციების შესაბამისად.
Comments are closed