დაგვიკავშირდით 0322 508 106
2019 წლის 30.08 -დან 04.09 -მდე საფრანგეთში, ქ.პარიზში ჩატარდა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების 2019 წლის კონგრესი. ეს ღონისძიება წარმოადგენდა მსოფლიოში კარდიოლოგების ყველაზე მასშტაბური ფორუმს, რომლის მუშაობაში მონაწილეობდა 30,000-ზე მეტი დელეგატი, ევროპის, ამერიკის და აზიის მრავალი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან.
კონგრესის პერიოდში, თანამედროვე კარდიოვასკულური მედიცინის აქტუალური საკითხებზე ჩატარდა 500-ზე მეტი სამეცნიერო სესია. კონგრესზე წარმოდგენილი იყო ევროპის კარდილოგთა საზოგადოების 5 ახალი გაიდლაინი: „ქრონიკული კორონარული სინდრომი“, დისლიპიდემია“, „მწვავე პულმონური ემბოლია“, „სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია“, „დიაბეტი, პრედიაბეტი და კარდიოვასკულური დაავადებები“.
კონგრესის საგამოფენო სივრცეში გამოიყო სპეციალური სექცია საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებისათვის. აქ შედგა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ვიცე პრეზიდენტის პროფ. ჯ. ლუის ზამორანოსა და ჩვენი საზოგადოების პრეზიდენტის პროფ. ა. ალადაშვილის საქამიანი შეხვედრა, განხილული იყო საზოგადოებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
მიმდინარე სამეცნიერო სესია აკრედიტებული იყო ევროპის აკრედიტაციის საბჭო უწყვეტი სამედიცინო განათლების (EACCME®) მიერ და მონაწილე დელეგატებს მიენიჭათ 32 ევროპული CME კრედიტქულა (ECMEC®s).
Comments are closed