ახალგაზრდა კარდიოლოგთა სამუშაო ჯგუფის შექმნა

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება აცხადებს სურვილს ახალგაზრდა კარდიოლოგთა სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე – რომელიც გააერთიანებს 40 წლამდე ასაკის ლიცენზირებულ კარდიოლოგებს და კარდიოლოგიური მიმართულების რეზიდენტებს. ახალგაზრდა კარდიოლოგთა ჯგუფის შექმნის ძირითადი მიზანია ახალგაზრდა თაობის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მათი ინტეგრაცია ლოკალურ თუ საერთაშორისო პროექტებში და ჩართვა სამეცნიერო კონფერენციებში, ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე ვეძებთ მოტივირებულ, კვალიფიციურ კანდიდატს.

მსურველებმა გთხოვთ, 2026 წლის 15 იანვრამდე მითითებულ მეილზე – geoscardiology@gmail.com გამოგვიგზავნოთ თქვენი CV, ზოგადი ინფორმაცია თქვენს შესახებ – სახელი, გვარი (პასპორტის მიხედვით), მიმდინარე სამუშაო ადგილი / პოზიცია, საკონტაქტო ინფორმაცია (მეილი და ტელეფონის ნომერი).

ასევე მოკლედ მოგვწეროთ თქვენი:
▪️პროფესიული ინტერესების შესახებ
▪️გაქვთ თუ არა სამეცნიერო პუბლიკაციები ან კვლევითი გამოცდილება?
▪️მოგვწერეთ თქვენი ხედვის შესახებ – რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ახალგაზრდული საზოგადოება 3–5 წლის პერსპექტივაში
▪️რა მთავარი გამოწვევები აქვს დღეს ახალგაზრდა კარდიოლოგებს და როგორ გეგმავთ მათ გადაჭრას?
▪️გაქვთ თუ არა გამოცდილება პროექტების მართვაში (სემინარები, ტრენინგები, კონფერენციები)?
▪️რა ტიპის პარტნიორობების ჩამოყალიბება შეგიძლიათ (სამედიცინო დაწესებულებები, უნივერსიტეტები, საერთაშორისო ქსელები)

ველით გამოხმაურებას

Comments are closed