დაგვიკავშირდით 0322 508 106

კონფერენცია – “პერიფერიული არტერიების დაავადებები”

“საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების” მიერ, ფარმაცევტული კომპანია “Takeda”-ს ხელშეწყობით, ტარდება ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების 2017 წლის გაიდლაინის – „პერიფერიული არტერიების დაავადებები” განხილვა.

პროგრამა:

1. ESC-პერიფერიული არტერიების დაავადებები, ახალი გაიდლაინი – მოლოდინები და სიახლეები.ნ.ბოხუას სახ. კარდიოვასკულური ცენტრის დირექტორის მოადგილე, ექიმი-ანგიოქირურგი, პროფესორი მამუკა ბოკუჩავა.

2. ანტიკოაგულანტი თუ ანტითრომბოციტული საშუალებები პად-ის დროს. კარდიოლოგიური კლინიკა „გული“-ს ექიმი-კარდიოლოგი, რითმოლოგი ხათუნა ჯალაბაძე

3. ჰიპოლიპიდემიური საშუალებების როლი პად პაციენტების მკურნალობაში. კარდიოვასკულური ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი-კარიდოლოგი, პროფესორი ზურაბ ფაღავა.

4. ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების გამოყენება პად-ის დროს. კლინიკა „კარდიონეტი-პინეო“-ს ხელმძღვანელი, საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, ექიმი-კარდიოლოგი ზურაბ კლიმიაშვილი.

კონფერენცია ჩატარდება 2017 წლის 23 დეკემბერს 11:00, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო დარბაზში.

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების სერთიფიკატი და მიენიჭებათ 5 კრედიტ-ქულა.

ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ დაუკავშირდეთ კომპანია “Takeda” ს ადგილობრივ წარმომადგენლობას.

პატივისცემით,

პროფ. ალ. ალადაშვილი

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი

Comments are closed