ხშირად დასმული კითხვები EECC გამოცდასთან დაკავშირებით

რა მასალებზე დაყრდნობით არის შემუშავებული საგამოცდო შეკითხვები?

ევროპული გამოცდა ბაზისურ კარდიოლოგიაში (European examination in core cardiology) შექმნილია კარდიოლოგიის ევროპულ კურიკულუმზე დაყრდნობით. არ არსებობს ერთიანი წყარო, საიდანაც ხდება კითხვების შემუშავდება. კითხვების ძირითადი ნაწილი ეფუძნება ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ მოწოდებულ სახელმძღვანელოებს, კლინიკურ გზამკვლევებს, გაიდლაინებსა და პროტოკოლებს და მათი განახლება ყოველწლიურ რეჟიმში ხორციელდება.

როგორ ხდება გამოცდისთვის მზადება?

EECC 2026-ზე დარეგისტრირების შემდეგ, 2026 წლის 17 მარტიდან თქვენ მიიღებთ წვდომას EECC-ის მოსამზადებელ კურსზე, რომელიც მოიცავს სხვადასხვა რესურსს (სტატიები, სახელმძღვანელოები, ვებინარები) და განკუთვნილია კანდიდატების საგამოცდო მომზადების მხარდასაჭერად.
მოსამზადებელი კურსი სტრუქტურირებულია კარდიოლოგისთვის განკუთვნილი 2020 წლის ESC-ის ძირითადი სასწავლო გეგმის მიხედვით და მოიცავს 8 ძირითად მიმართულებას.

რა არის იმიტირებული გამოცდა?

ბაზისური კარდიოლოგიის გამოცდამდე 1 თვით ადრე ხელმისაწვდომი იქნება 60 კითხვისგან შემდგარი იმიტირებული გამოცდის ჩაბარება. რომელიც ასევე ჩატარდება ონლაინ მონიტორინგის პლატფორმის გამოყენებით.
იმიტირებული გამოცდის მიზანია გაგაცნოთ გამოცდის პლატფორმა, კითხვების ფორმატი და დაგეხმაროთ ძირითადი სასწავლო გეგმის სხვადასხვა ნაწილში თქვენი ცოდნის შეფასებაში.

Comments are closed