დაგვიკავშირდით 0322 508 106

კონფერენცია “საუბრები ჰიპერტენზიაზე” გაიმართება 7 თებერვალს

მოგესალმებით კოლეგებო.

მიმდინარე წლის 7 თებერვალს 18 სთ-ზე სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კონფერენცია „საუბრები ჰიპერტენზიაზე“.
შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის და რეაბილიტაციის ასოციაცია.

გთხოვთ მობრძანდეთ.

კონფერენციის პროგრამა:

18:00 კონფერენციის გახსნა
ზურაბ კლიმიაშვილი, M.D. ევროპის გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის საზოგადოების ნაციონალური კოორდინატორი საქართველოში, სამედიცინო ეკოსისტემა “პინეოს” კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

18:15 არტერიული ჰიპერტენზიის მიდგომების ევოლუცია თუ მცდარი შეხედულებების გადახედვის უწყვეტი მცდელობა
პროფ. ზურაბ ფაღავა, M.D., Ph.D. FESC. საქართველოს გულ-სისხლძარღვთა პრევენციის და რეაბილიტაციის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი; ნ.ბოხუას სახ. კარდიოვასკულური ცენტრის დირექტორის მოადგილე კარდიოლოგიაში და შინაგან სნეულებებში.

19:15 არტერიული ჰიპერტენზიის ახალი გაიდლაინები – ახალი ლაბირინთები
ზურაბ კლიმიაშვილი, M.D. ევროპის გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის საზოგადოების ნაციონალური კოორდინატორი საქართველოში, სამედიცინო ეკოსისტემა “პინეოს” კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

19:45 მეორადი ჰიპერტენზია ახალი გაიდლაინის თვალთახედვით
პროფ. კახაბერ ჭელიძე, M.D., Ph.D. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა N1 დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი. საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის გენერალური მდივანი.

20:10 დისკუსია

20:30 ნომინანტთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.

Comments are closed