დაგვიკავშირდით 0322 508 106

საქართველო ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეს წელს უკვე მეხუთედ შეუერთდა

საქართველო ფარმაცევტული კომპანია „სერვიე“-ს ორგანიზებით ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეს წელს უკვე მეხუთედ შეუერთდა.

16-17 მაისს საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ მიმდინარე ჰიპერტენზიის უფასო სკრინინგი მხარდაჭერას უწევდა საქართველოს კარდიოლოგთა და ჰიპერტენზიის საზოგადოებები, ასევე უკვე მეხუთე წელია ჰიპერტენზიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ხელს უწყობს საფრანგეთის საელჩო საქართველოში.

2 დღის განმავლობაში 21 კლინიკისა და ქვეყნის წამყვანი კარდიოლოგების მონაწილეობით მიმდინარე სკრინინგში 1200-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა.

Comments are closed