დაგვიკავშირდით 0322 508 106

ქართული კუთხე ESC კონგრესზე

მოგესალმებით, გვსურს გაცნობოთ, რომ ESC კონგრესზე, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 25-28 აგვისტოს ქალაქ ამსტერდამში, ვაპირებთ აქტიურ მონაწილებას, საქართველოს კუთხის მოწყობას ჩვენი ქვეყნის (არამხოლოდ სამედიცინო კუთხით) პოპულარიზაციის მიზნით. სიამოვნებით მივიღებთ თქვენს დახმარებასა და თანამონაწილებას. სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ.

ESC-დან მივიღეთ 40 წლამდე ახალგაზრდა კარდიოლოგებისთვის კონგრესზე დასასწრები თავისუფალი რეგისტრაციის ლიმიტირებული რაოდენობა. ვინაიდან დროშიც შეზღუდულები ვართ, 10 მარტამდე გამოგვიგზავნეთ დოკუმენტაცია (პასპორტი PDF ფაილის სახით, საკონტაქტი მეილი, დაბადების თვე, რიცხვი და წელი, სამუშაო ადგილი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი).

მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, უპირატესობა მიენიჭება თავისუფალი რეგისტრაციის პირველად მოსარგებლე კარდიოლოგს, ასევე თქვენს თანამონაწილებასა და აქტიურობას კონგრესზე (წარმოადგენენ აბსტრაქტს, ან საინტერესო შემთხვევის ანალიზს და იდეას /პროექტს ჩვენი კუთხის მოსაწყობად ESC კონგრესზე).

ელ-ფოსტა: geoscardiology@gmail.com

Comments are closed