დაგვიკავშირდით 0322 508 106

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, ESC-ის ერთობლივ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციამ ეროვნულ საზოგადოებებს წელს პირველად მოგვცა შესაძლებლობა სხვაქვეყნის საზოგადოებასთან ერთობლივ სესიაში მიგვეღო მონაწილეობა. 60-წუთიან სესიაში საინტერესო კლინიკური შემთხვევებს წარვადგენთ კოსოვოს და სლოვაკეთის კარდიოლოგთა საზოგადოებასთან ერთად.

ჩვენთვის განკუთვნილი დრო, რასაკვირველია, მკაცრად რეგლამენტირებული იქნება. ასევე გარკვეულ მითითებებს გვაძლევენ თუ რას შეიძლება ეხებოდეს კლინიკური შემთხვევა. აგრეთვე შეგიძლიათ აბსტრაქტზე მუშაობაც, ამ შესაძლებლობის გამოყენების საშუალებაც გვექნება

დეტალური მითითებები შესაძლებელია იხილოთ ბმულზე.

კლინიკური შემთხვევის და აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადაა 1 მარტი.

გთავაზობთ ერთობლოვ მუშაობას, ერთად განვიხილოთ, ვიმსჯელოთ თქვენი საინტერესო კლინიკური შემთხვევისშესახებ და ღირსეულად წარვდგეთ ფართო საზოგადოების წინაშე.

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება დიდ ინტერესს იჩენს სამეცნიერო თემატიკაზე მომუშავე კარდიოლოგების მიმართ.

Comments are closed