დაგვიკავშირდით 0322 508 106
მიმდინარე წლის 4 მარტს საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია თემაზე მენოპაუზა და ქალთა კარდიოვასკულური ჯანმრთელობა.
ვინაიდან საკითხი მულტიპროფილურია, კონფერენცია გინეკოლოგისა და ენდოკრინოლოგის მონაწილეობით ჩატარდა, რამაც პრობლემის მრავალმხრივ შეფასების შესაძლებლობას მოგვცა.კონფერენცია უკვე რამდენიმე წელია კარდიოლოგის, პროფესორ თამარ ვახტანგაძის ინიციატივითა და ტარდება, რომელიც ამავდროულად საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი, კარდიოვასკულური დაავადებების გენდერული თავისებურებების შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელია.
კონფერენციას 200 – ზე მეტი კარდიოლოგი, ოჯახის ექიმი ესწრებოდა, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით ინფორმაცია ფართო საზოგადოებას მიეწოდა პულსი TV – ის მეშვეობით.
ვიდეო იხილეთ ბმულზე.
Comments are closed