“დისლიპიდემიის მართვის თანამედროვე გამოწვევები: გაიდლაინებიდან კლინიკურ პრაქტიკამდე” – სერტიფიკატები

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ინიციატივით მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ქ. თბილისში “ჰოლიდეი ინნ”-ის საკონფერენციო დარბაზში საერთაშორისო კონფერენცია – “დისლიპიდემიის მართვის თანამედროვე გამოწვევები: გაიდლაინებიდან კლინიკურ პრაქტიკამდე” გაიმართა. კონფერენციაზე განხილული იქნა ევროპის კარდიოლოგიის საზოგადოების (ESC) დისლიპიდემიის გაიდლაინის უახლესი განახლებები და კლინიკური რეკომენდაციები.

ქართველ წამყვან კარდიოლოგებთან ერთად მოხსენებები წარადგინეს ევროპის ათეროსკლეროზის საზოგადოების (European Atherosclerosis Society, EAS) საპატიო პრეზიდენტი კაუსიკ რეი და თურქეთის პრევენციული კარდიოლოგიისა და ათეროსკლეროზის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე პროფესორი ბარიშ გიუნგორი.

სერტიფიკატები შესაძლებელია ჩამოტვირთოთ მითითებული ლინკიდან: სერტიფიკატები

Comments are closed