მულტიდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია 2026

გიწვევთ მულტიდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციაზე – შესაძლებლობები და ბარიერები ონკოლოგიურ დაავადებათა თერაპიაში, სიმსივნე და გული.

  • კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოს კარდიო-ონკოლოგიის საზოგადოების, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების კარდიო-ონკოლოგიის სამუშაო ჯგუფის, სტამბულის ლივ ჰოსპიტალის და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით.
  • კონფერენციის ფარგლებში მოხსენებით წარსდგებიან დარგის წამყვანი კარდიოლოგები, ონკოლოგები და რადიოლოგები საქართველოდან, თურქეთიდან და გერმანიიდან.

 წარმოდგენილი იქნება მულტიდისციპლინარული მიდგომა ონკოლოგიური პაციენტების მართვის პროცესში და სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიასთან დაკავშირებული კარდიოვასკულური ტოქსიკურობის რისკის შეფასება.


განხილული იქნება კარდიო-ონკოლოგიაში თანამედროვე და განახლებული კონცეფციები ანტისიმსივნურ თერაპიასთან ასოცირებული კარდიოტოქსიკურობის შესახებ. ასევე მიმოხილული იქნება გულის გამომსახველობითი კვლევების მნიშვნელობა კარდიო-ონკოლოგიაში, განსაკუთრებული აქცენტით CMR-ის უპირატესობებსა და მის განახლებულ ჩვენებებზე.

თარიღი: 23 მაისი
რეგისტრაცია: 11:00
კონფერენციის გახსნა: 11:30
ლოკაცია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პირველი კორპუსი (ილია ჭავჭავაძის გამზირი N1) – რუკაზე ნახვა

Comments are closed