დაგვიკავშირდით 0322 508 106

2023 წლის ბაზისური კარდიოლოგიის ევროპულ გამოცდაზე რეგისტრაცია საქართველოდანაც იქნება შესაძლებელი

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების უშუალო მონაწილეობით 2023 წელს შესაძლებელი იქნება საქართველომროგორც პილოტურმა ქვეყანამ მონაწილეობა მიიღოს და კანდიდატები დაშვებულ იქნან  ბაზისური კარდიოლოგიის ევროპულ გამოცდაზე EECC (European Exam in Core Cardiology).

აღნიშნული გამოცდა 2012 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) და ევროპის სამედიცინო სპეციალობების კარდიოლოგიურისექციის (UEMS-CS) უშუალო თაოსნობით და მასში მონაწილოებას ღებულობენ კანდიდატებიმსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან.

წელს კანდიდატების რეგისტრაცია განხორციელდება 2023 წლის 27 თებერვლამდე.

გამოცდა ონლაინ რეჟიმში ჩატარდება 2023 წლის 13 ივნისს.

13 მარტიდან 3 თვის მანძილზე კანდიდატებს ონლაინ რეჟიმში ექნებათ წვდომა საგამოცდო მასალებზე (სალექციო მასალა, ელექტრონული სახელმძღვანელოები) და გამოცდამდე ერთი თვით ადრე ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ სატესტო გამოცდა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და გამოცდაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ელ-ფოსტა: eeccgeorgia@gmail.com

ტელ: 995593788118

Comments are closed