ვორქშოფების სერია Biomedix-ისა და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში

Biomedix-ისა და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ვორქშოფების სერია, რომელიც ეძღვნება კარდიოლოგიაში გენეტიკური მონაცემების გამოყენების პრაქტიკულ და კლინიკურ ასპექტებს.
მეორე ვორქშოფი ჩატარდება 11 თებერვალს, 20:00 საათზე.

მომხსენებლები:

  • დოქტორი კლაუდიო კატალი – კლინიკური გენეტიკოსი – სტრუქტურული და არითმოგენული კარდიომიოპათიის გენეტიკაზე დაფუძნებული შეფასება
  • ხათუნა ჯალაბაძე – კარდიოლოგი – QT ინტერვალის გახანგრძლივება – დიაგნოსტიკისა და მართვის გამოწვევები საქართველოში და ასევე ოჯახის რეალური ქეისი და მათი გენეტიკური ტესტირების ისტორია Biomedix-ში

ვორქშოფის შესახებ:

ვორქშოფი განკუთვნილია კარდიოლოგებისა და გენეტიკოსებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან გულის მემკვიდრეობითი დაავადებების დიაგნოსტიკასა და მართვაში.

მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას შემდეგ თემებზე:

  • გენეტიკური ვარიანტების კლასიფიკაცია
  • პერსონალიზებული გენეტიკური პანელების გამოყენება
  • გენეტიკური მონაცემების მართვა და მათი კლინიკურ პრაქტიკაში ინტეგრაცია
  • კარდიოლოგიაში გენეტიკის გამოყენების მნიშვნელობა
  • არითმოგენური კარდიომიოპათიის გენეტიკა

დასარეგისტრირებლად გთხოვთ იხილოთ ბმულირეგისტრაცია

Comments are closed