მემორანდუმის ფარგლებში სამედიცინო ასოციაციები და დარგის წამყვანი სპეციალისტები ჰიპერტენზიასთან ბრძოლის 3-წლიან მარათონში გაერთიანდნენ.
ღონისძიების ოფიციალურ ნაწილს დაესწრნენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ხელმომწერი საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ერთიანდებიან ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც უამრავი სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასია.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს არტერიული წნევის კონტროლის მაჩვენებლების გაზრდას, რაც მომავალში აისახება სიცოცხლისთვის საშიში ისეთი დაავადებების პრევენციაში, როგორიც არის მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი.
ჩვენი მიზანია მივიტანოთ პრობლემის აქტუალობა ყველა სამიზნე ჯგუფამდე – პაციენტი, ექიმი, ჯანდაცვის მენეჯერი, სადაზღვეო კომპანიები.
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება გულითად მადლობას უხდის კომპანია ,,სერვიეს” და ყველა დარგის სპეციალისტებს: კარდიოლოგებს, ნევროლოგებს, შინაგანი მედიცინის სპეციალისტებს, ენდოკრინოლოგებს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისა და აქტიურ მონაწილეობის გამო.
ფოტოები იხილეთ ბმულზე.
Comments are closed