დაგვიკავშირდით 0322 508 106
მიმდინარე წლის 5 და 6 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-8 კონგრესი და იგი მიეძღვნა მსოფლიო გულის დღეს. კონფერენციას დაესწრო 400-მდე კარდიოლოგი, ოჯახის ექიმი, კარდიოქირურგი, რეზიდენტი და სტუნდენტი.
კონგრესის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძე. კონგრესის მონაწილეებს ასევე მიესალმა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თამჯდომარე ზაზა ლომინაძე.
კონგრესის ფარგლებში განხილული იქნა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების 2024 წლის განახლებული ,,გაიდლაინები“. ასევე ცალკე სექციები მიეძღვნა არითმოლოგიის, ინტერვენციული მედიცინის, კარდიოქირურგიის, მწვავე კორონარული სინდრომის, კარდიო-ონკოლოგიის, არაინვაზიური გამოსახულებითი კვლევების, დისლიპიდემიის, გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის აქტუალურ საკითხებს. ისრაელიდან ონლაინ ჩართვით 2 ლექცია წაიკითხა ისრაელის გულის საზოგადოების ამბულატორიული კარდიოლოგიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, კარდიოლოგიის განყოფილების დირექტორმა, პროფესორმა ზაზა იაკობიშვილმა.
უნდა აღინიშნოს კონგრესის მრავალფეროვანი, მასშტაბური სტრუქტურა და განხილული თემების სიმრავლე. კონგრესის ფარგლებში ჩატარდა არამხოლოდ საგანმანათლებლო ლექციები და სემინარები, არამედ სამუშაო შეხვედრები – workshops.
ლექციების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე.
კონგრესი აკრედიტებული გახლდათ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 12 კრედიტ-ქულით.
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება და საქართველოს გულის ფონდი მადლობას უხდის საქართველოს გულის რიტმის ასოციაციას, საქართველოს კარდიოლოგთა კოლეგიას, საქართველოს კარდიოვასკულარული პრევენციის საზოგადოებას, საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციას, საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციას, საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიას, მწვავე კორონარული სინდრომის, პრევენციის და კარდიო-ონკოლოგიის სამუშაო ჯგუფების წევრებს კონგრესის მიმდინარეობაში აქტიური მონაწილებისთვის.
სერტიფიკატები იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სპონსორებს:
Comments are closed