ჩატარდა კონფერენცია “გულის სარქვლოვანი პათლოგიები, მიღწევები და გამოწვევები” BATUMI Valve 2025

2025 წლის 6 დეკემბერს ბათუმში, სასტუმრო Courtyard by Marriott-ში ჩატარდა კონფერენცია თემაზე “გულის სარქვლოვანი პათლოგიები, მიღწევები და გამოწვევები” BATUMI Valve 2025.

კონფერენცია გაიმართა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების, კარდიოქირურგთა და ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციების მხარდაჭერით და მასში მონაწილეობა წამყვან ქართველ კარდიოლოგებთან და კარდიოქირურგებთან ერთად თურქმა და უნგრელმა სპეციალისტებმაც მიიღეს.

განსაკუთრებული ყურადღება გულის სარქვლოვანი პათოლოგიების ტრანსკათეტერულ მკურნალობას და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს და სიახლეებს დაეთმო.

Comments are closed