საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება ულოცავს კოლეგებს საპატიო Fellow -ს სტატუსის მიღებას

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის წარდგენით, ევროპის კარიდოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრის (FESC) სტატუსი წელსაც კვლავ მიენიჭა რამდენიმე ჩვენს კოლეგას.

სამეცნიერო მიმართულებით Fellow -ს სტატუსი სოფიო ტატიშვილსა და დავით მალიძეს მიენიჭა.

ხოლო კლინიკური მიმართულებით Fellow -ს სტატუსი თამაზ ხელაძეს, ნათია ნაზღაიძეს, თამარ სვანიძეს, ნატო ჯინჯოლიას, მაია ჩიგოგიძეს და მარიამ ლომიძეს მიენიჭა.

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება ულოცავს კოლეგებს და შემდგომ პროფესიულ წარმატებებს უსურვებს.

Comments are closed