
დამყოლობის საერთაშორისო დღე გულის მსოფლიო ფედერაციის (WHF) გლობალური ინიციატივაა, რომელსაც მხარს უჭერენ მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო და სამეცნიერო საზოგადოებები, რომელიც უკვე მე-2 წელი ხორციელდება. მისიმიზანია მკურნალობაზე დამყოლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. რათა შევამციროთ კარდიო მეტაბოლურ დაავადებებთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილობის ტვირთი.
ფრანგული ფარმაცევტული კომპანია “სერვიე”-ს საქართველოს წარმომადგენლობა, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებასთან ერთად აქტიური მხარდამჭერია აღნიშნული ინიციატივის.
მკურნალობაზე დამყოლობის მნიშვნელობა
მკურნალობაზე ცუდი დამყოლობა გლობალური პრობლემაა, განსაკუთრებით ისეთი ასიმპტომური ქრონიკული დაავადებების დროს, როგორიცაა ჰიპერტენზია, რომელსაც “ჩუმ მკვლელს” უწოდებენ. ასევე აქტუალური პრობლემაა შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის ქრონიკული დაავადების, გულის უკმარისობისა და ქრონიკული ვენური დაავადების დროსაც, რომლებიც ხშირი მიზეზია ავადობა-სიკვდილობის. მიუხედავად ეფექტური და ხელმისაწვდომი მკურნალობისა, დამყოლობა კვლავაც რჩება გადაუჭრელ გლობალურ პრობლემად სხვადასხვა მიზეზის გამო, როგორიცაა პაციენტების მხრიდან დაავადების არასათანადო აღქმა, სოცოიო-ეკონომიკური ბარიერები და სხვა.
ბოლოდროინდელი მტკიცებულებებით მკურნალობაზე ცუდი დამყოლობა მიიჩნება მოდიფიცირებად რისკ-ფაქტორად, რომელიც დაკავშირებულია კარდიო-მეტაბოლური დაავადების პროგრესირებასთან, ჰოსპიტალიზაციის სიხშირის ზრდასთან და სიკვდილობის მაღალ მაჩვენებლებთან. დამყოლობის გაუმჯობესებას შეუძლია: შეამციროს დაავადების პროგრესირება, მასთან დაკავშირებული გართულებები და ჯანდაცვის დანახარჯები. ასევე წაახალისოს პაციენტები, რათა მეტად აიღონ პასუხისმგებლობა და აქტიურად ჩაერთონ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში.
2026 წლის 30 მარტს სასტუმრო შერატონში, გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია თემით: ”მკურნალობაზე დამყოლობა – მულტიმორბიდული დაავადებების ფოკუსში”. ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა დარგის ჯანდაცვის სპეციალისტები (პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები, კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები, ნევროლოგები). ღონისძიება წარუძღვება საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი – პროფ. რუსუდან აგლაძე.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: კარდიოლოგი – ზურაბ კლიმიაშვილი, ენდოკრინოლოგი – პროფ. ელენე გიორგაძე, ანგიოლოგი – პროფ. მამუკა ბოკუჩავა, ნევროლოგი – თენგიზ წულაძე და ფსიქოთერაპევტი – პროფ. ლალი ბადრიძე.
Comments are closed