დაგვიკავშირდით 0322 508 106

ახალგაზრდა კარდიოლოგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში 18 მარტს ჩატარდა ახალგაზრდა კარდიოლოგების ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა.

მომხსენებელ პროფ. ალექსანდრე ალადაშვილისა და კარდიოლოგ ლევან რევაზიშვილის მიერ განხილულ იქნა მწვავე კორონარული სინდრომის (ST ელევაციის გარეშე) დიაგნოსტიკისა და მართვის საკითხები. შეხვედრა მიმდინარეობდა დისკუსიის რეჟიმში.

შეხვედრის დამსწრე კარდიოლოგებს საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის მიერ მიენიჭა 2 კრედიტ-ქულა.

მორიგი შეხვედრა გაიმართება აპრილის შუა რიცხვებში.

Comments are closed